ოფიციალურად: იულიან ნაგელსმანი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრებს იულიან ნაგელსმანი გაწვრთნის, ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სპეციალისტმა ხელი 10-თვიან კონტრაქტს მოაწერა.

შეგახსენებთ, ნაგელსმანი ბოლოს მიუნხენის "ბაიერნს" წვრთნიდა, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს, სხვადასხვა დროს კი "ჰოფენჰაიმსა" და "ლაიპციგს" ავარჯიშებდა.