თუ ალონსო არ გამოვა - "ლივერპულს" კლოპის შემცვლელად სამი სხვა კანდიდატიც ჰყავს

AutoSharing Option
გავლენიანი ინგლისური გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, "ლივერპულს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე პრიორიტეტული კანდიდატი ჰყავს და ეს ხაბი ალონსოა.

თუ ესპანელის ვარიანტი არ გამოვიდა, "მერსისაიდელები" რობერტო დე ძერბის, იულიან ნაგელსმანსა და რუბენ ამორიმს შორის გააკეთებენ არჩევანს.

"ენფილდზე" ახალი მწვრთნელის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც ამჟამინდელმა დამრიგებელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ზაფხულში "ლივერპულს" დატოვებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ გამოწვევა და აზარტი ევასება წავა ლივერპულში,თუ არადა ისევ დაიწყება ბაიერნის ჰეგემონია გერმანიაში
კინგი
01:57 04-03-2024
0
რა უნდა ინგლისში, როცა ბაიერნი ეპატიჟება?!
ლაშა
18:20 03-03-2024
3

სიახლეები პოპულარული