10:30 25-09-2023
"პარი სენ ჟერმენმა" "მარსელი" დიდი ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
ანგარიში მე-8 წუთზე აშრაფ ჰაკიმიმ გახსნა. 37-ე წუთზე რანდალ კოლო მუანიმ ახალ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმიც დედაქალაქელთა უპირატესობით წარიმართა, 47-ე წუთზე უსმან დემბელეს პასით გონსალო რამოშმა სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა, 89-ე წუთზე კი კვლავ პორტუგალიელმა გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამრიგად, "პარი სენ ჟერმენი" ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-3 ადგილს იკავებს. ლუის ენრიკეს გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 30 სექტემბერს "კლერმონის" წინააღმდეგ გამართავს.
"მარსელი" 9 ქულით მე-7 ადგილზეა. ფრანგული კლუბი 30 სექტემბერს "მონაკოს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
სიახლეები
პოპულარული