ფაბრიციო რომანოს ცნობით, ტრავმების გამო 28 ოქტომბერს "რეალთან" დაპირისპირებაში ხავის გუნდს ჟიულ კუნდე, ფრენკი დე იონგი და რობერტ ლევანდოვსკი ვერ დაეხმარებიან.
ბოლომდე გარკვეული არც პედრისა და რაფინიას მდგომარეობაა, თუმცა ზემოხსენებული სამი ფეხბურთელი "ელ კლასიკოს" 100 პროცენტით გამოტოვებს.
შეგახსენებთ, "ბარსელონა" ლა ლიგის ცხრილში 21 ქულით მე-3 ადგილზეა, "რეალი" კი 24 ქულით გათამაშებას ლიდერობს.