შეგახსენებთ, არგენტინელმა ფეხბურთელმა ხსენებული ჯილდო ორშაბათს მერვედ მოიგო.
"მესის მიერ მერვედ "ოქროს ბურთის" მოგება სასაცილოა. ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ კომპეტენტური ორგანო გაყალბებულია.
მას ორით ნაკლები უნდა ჰქონდეს, კრიშტიანო რონალდოს კი 2-ით მეტი, ასევე ერლინ ჰოლანს უნდა მოეგო წელს ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზი" - განაცხადა მორგანმა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მესიმ "ოქროს ბურთი" მერვედ მოიპოვა - ყველა ნომინანტი დასახელდა [VIDEO]
- ფრანს ფუტბოლი ანიჭებს არა თვითონ, არამედ ორგანიზებას უკეტებს გამოკითხვას საფეხბურთო გამოცემების ჟურნალისტებს შორის , გამოკითხვა საჯაროა, ყველამ შეიძლება ნახოს ვინ ვის მისცა ხმა, ასე რომ ფალსიფიცირება ჟურნალის მხრიდან გამორიცხულია.
ეხლა ვნახოთ მესი და ჰოლანდი.
სანაკრებო დონე:
მესი - მსოფლიოს ჩემპიონი, ამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი, საპლეიოფო ეტაპზე საუკეთესოს პრიზები. უდაოდ საუკეთესო ჩემპიონ გუნდში. ფინალური მატჩის საუკეტესო მოთამაშის პრიზი.
ჰალანი - წარუმატებლობა. მისი გუნდი, ნორვეგია, მიუხედავად ძალიან ნორმალური შემადგენლობისა, (ჯერ მარტო არსენალის კაპიტანი ოდეგორი რად ღირს) საერთოდ ვერ ხვდება ევროპის ჩემპიონატზე, თან ისე, რომ შანსსაც საკმაოდ ადრე კარგავს.
საკლუბო დონე:
ჰოლანდი - ტრებლის მომგები - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და საუკეტესო ბომბარდირი, ურთულესი პრემიერ ლიგის ჩემპიონი, საუკეტესო ფეხბურთელი და ბომბარდირი, ინგლისის თასის მფლობელი.
მესი - ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობა - გამოვარდნა მერვედფინალური ეტაპიდან . ნაკლებად რთული ლიგა ერთის ჩემპიონი, საუკეთესო მაჩვენებელი ლიგა ერთში გოლი+ასისტის მიხედვით, საფრანგეთის სუპერთასის გამარჯვებული. მლს-ში გადასვლისთანავე ინტერ მაიმისათვის ამ გუნდის ისტორიაში პირველი ტიტულის მომგები უდიდესი პირადი წვლილით.
ამის გარდა არსებობს თამაშის დონე და სილამაზე - დრიბლინგი, შორიდან დარტყმებით გატანილი გოლები, ურთულესად შესასრულებელი გამჭოლი პასები. აი ეს კი უკვე თქვენი საფეხბურთო ცოდნის და გემოვნების ამბავია.
ახლა რაც შეეხება პირს მორგანს. თუ ეცინება, იცინოს - მისი საქმეა, თან კარგია ჯანმრთელობისათვის.