ბოატენგის თქმით, მარიოს რომ ბევრი ევარჯიშა, სამი "ოქროს ბურთის" მოგებას შეძლებდა.
"ბალოტელი შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, ძალიან მიყვარს, ვფიქრობ, მას 3 "ოქროს ბურთის" მოგება შეეძლო. სამწუხაროა, რომ საკუთარი კარიერა სწორი გზით ვერ წაიყვანა.
მასთან ერთად ვთამაშობდი და ძალიან კარგად მახსოვს, რისი გაკეთებაც შეეძლო, თავის დროზე ხუთ საუკეთესო თავდამსხმელს შორის შედიოდა, ერთადერთი, ვინც ხარისხით მიუახლოვდა, იბრაჰიმოვიჩი გახლდათ" ,- განაცხადა ბოატენგმა.