აფრიკის თასის პირველ ტურში ნიგერიამ მოულოდნელად ვერ შეძლო ეკვატორული გვინეის დამარცხება და ფრეს (1:1) დასჯერდა. ამ მატჩში გოლი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა, მაგრამ მან კიდევ რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა.
areanapoli-ს ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა იბრაჰიმ მუსა გუსაუმ მოთამაშეები ინდიფერენტულობაში დაადანაშაულა და გამოლანძღა.
A ჯგუფში 18 იანვარს ნიგერია მეორე ტურში კოტ-დ’ივუარს შეხვდება, რომელმაც გვინეა-ბისაუს 2:0 სძლია და თუ ვერ მოუგო, მერვედფინალში გასვლა გაუჭირდება.
პრობლემა წარმოიქმნა ოსიმენთან დაკავშირებით, რომელიც ირწმუნება, რომ კუნთის მცირე ტრავმა აქვს და დღეს თავის დაზღვევის მიზნით არ
ივარჯიშა. შესაძლოა, ვიქტორი გაბრაზებულია და ჭირვეულობს, თუმცა, როგორც იტყობინებიან, კოტ-დ’ივუართან უთუოდ ითამაშებს.