სუდაკოვი "ნაპოლისა" და "იუვენტუსს" არ მიჰყიდეს და გასამრჯელოს მნიშვნელოვნად მოუმატებენ

AutoSharing Option
"შახტარმა" უკრაინის ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი გიორგი სუდაკოვი "ნაპოლის" 40 მილიონ ევროდ არ მიჰყიდა, კონტრაქტს 2029 წლის ივნისამდე გაუგრძელებს, მისი გამოსასყიდი ფასი კი 100 მილიონი გახდება.

ჟურნალისტი მიხაილ სპივაკოვსკი იტყობინება, რომ სუდაკოვს ხელფასს მნიშვნელოვნად გაუზრდიან და სეზონში 1.5-2 მილიონს აიღებს.

სუდაკოვის იჯარით აყვანა შემდგომი გამოსყიდვის უფლებით "იუვენტუსს" უნდა, მაგრამ დონეცკური კლუბის მიერ მოთხოვნილი მაღალი ფასის გამო მოლაპარაკებები მძიმედ მიმდინარეობს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგით რაა!! შეიცოდეთ პატრიოტი, პუტინისტი ანტი უკრაინელები-კიდევ სუდაკოვსა და შახტარზე წერთ,თანაც ხელფასი 2 მილიონი დაუნიშნიათ და გამოსასყიდი 100მლ-ნი...გასკდებიან ბოღმით და ეგ არის!!!.....აი დარდიიი...ნეტავც..
შულაია
10:02 02-02-2024
9
ესენი ვერ არიან ჯანსაღად?!?! ტიპებმა ბოლო 15 წელიწადში მილიარდზე მეტი იშოვნეს 5-10 მილიონიანი ფრედები და ვილიანები 50-60 მილიონად დაყიდეს …ბოლოს კი 5 მილიონიანი მუდრიკი 100მილიონად გაასაღეს არაფრით ნაკლები მაგ სუდაკოვზე არ არიან ჩვენი ბიჭები მაგათი პასებით გააქვს …მიდი იკითხე რამდენი გადაიხადა ორთავეში …და 20-25 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის არცერთს …ეგაა ბიზნესი!!! აბა 100 მილიონიან ფეხბურთელს მეც გავყიდი 10-ად და თან ისეთ ხელფასზე ქუჩის მხვეტავებმა ოღონდ არ წავიდესო და ჩვენ დავუმატებთო ცოტცოტასო…
მდაა
09:03 02-02-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული