გერმანულმა გამოცემა Bild-მა რამდენიმე დღის წინ გვაუწყა, რომ "ბარსას" სპორტული დირექტორი დეკუ მოლაპარაკებებს ჰანსი ფლიკთან აწარმოებდა.
აღნიშნული ინფორმაცია ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ დაადასტურა. მისი თქმით, 58 წლის სპეციალისტი "ბლაუგრანას" ჩაბარებას დათანხმდა.
მიუხედავად ამისა, "ბარსას" ხელმძღვანელებს სხვა ვარიანტების განხილვაც სურთ და საბოლოო გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ.