ბოლო 10 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში მესი და რონალდო სხვა სპორტსმენებთან შედარებით ბევრად პოპულარულები იყვნენ და პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებდნენ.
თუმცა ბოლო ერთი წლის მანძილზე არგენტინელის პოპულარობა პორტუგალიელთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა.
გამოცემის მტკიცებით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე "ლა პულგას" წარმატებული გამოსვლაა.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში მესი მაიამის "ინტერს" გასულ ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. "ლა პულგამ" ფლორიდელების მაისურით ჯამში 15 მატჩი
რონალდო "ალ ნასრში" 2023 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა არაბული გუნდის მაისურით ჩატარებულ 53 მატჩში 47 გოლის გატანა და 13 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
"ოქროს ბურთის" ფავორიტები - ბენზემა 1-ელ ადგილზეა, მესი და რონალდო 20-ეულში ვერ მოხვდნენ