"თუ ამ ინტერვიუს კითხულობ, აუცილებლად გამომეხმაურე" - სპალეტიმ "ნაპოლის" პატარა გულშემატკივარს მიმართა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა.

ტოსკანელი სპეციალისტის თქმით, დე ლაურენტისს განსხვავებული ხასიათი აქვს, თუმცა ..

"ერთ ისტორიას მოგიყვებით, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ბარში "მილანისა" და "ნაპოლის" მატჩის საყურებლად წავედი. ჩემგან 7-8 მეტრის დაშორებით "ნაპოლის" პატარა გულშემატკივარი თვალს არ მაშორებდა. როცა მამამ ნებართვა მისცა, ბავშვი ჩემკენ გამოიქცა და ჩამეხუტა, ძალიან ტიროდა და ეს ჩემთვისაც ემოციური მომენტი იყო. მამამისს მის ნომერს სიამოვნებით ვკითხავდი. მინდა ამ ბავშვს მივმართო, თუ ამ ინტერვიუს წაიკითხავ, მსურს
კიდევ ერთხელ გაგესაუბრო", - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, ლუჩანომ "ნაპოლი" გასულ ზაფხულს დატოვა.

alt"როგორ ვაძლევ ფეხბურთელებს მოტივაციას?" - სპალეტის საინტერესო პასუხი

altუნდა წავიდეს თუ არა ხვიჩა, რატომ ინგრევა "ნაპოლი" და რა იყო სპალეტის განაწყენების მიზეზი - ჟურნალისტი განმარტავს

alt"აი, ასეთი ადამიანია სპალეტი" - რა თქვა ბუფონმა

მკითხველის კომენტარები / 4 /
სპალეტი მილანი-ნაპოლის თამაშზე ტრიბუნაზე იჯდა, კადრიც კი აჩვენეს. რას გვატყუებს ეს კაცი ?! :)
გიორგი
24 თებერვალი 2024 22:15
3
აა კაცი. ახალ მწვრთნელს კი ეტყობა რომ უშუალო დავალება აქვს პრეზიდენტისგან, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ფეხბურთელებთან ურთიერთობაში. შემთხვევით არ თქვა, ფეხბურთელების გვარები არ მაინტერესებსო. არადა ცალკეული ფეხბურთელია მწვრთნელის იდეების შემსრულებელი. არ გაინტერესებს და მიიღებ უკუ შედეგსაც. მოკლედ ნაპოლის ხსენება გამაღიზიანებელია უკვე. ვიმედოვნებ მომავალ სეზონში ნაპოლი წარსულში გაგვახსენდება, ხოლო კვირასგან ახალ სიამოვნებას მივიღებთ, ახალი ტოპგუნდის შემადგენლობაში გამოსვლით.
ზურია
24 თებერვალი 2024 17:37
2
კი მაგრამ იქვე რატომ არ კითხა, საინტერესოა.
ბადრი
24 თებერვალი 2024 15:59
4
სულ კალცონას არა გავს?, კარგი მაგალითია სპალეტის დასახასიათებლად.ყველა კარგმა მწვრთნელმა იცის თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ ურთიერთობას თუნდაც "ჭირვეულ" ფეხბურთელთან, ამიტომაც იყო ნაპოლი წარმატებული სპალეტის ხელში. ამ დროს დღენახევრის დანიშნული კალცონა მოვიდა და თურმე არ აინტერესებს გვარები და სახელები გუნდში, არადა ზუსტად ამ გვარ-სახელებმა მოუტანეს ნაპოლის ამხელა გამარჯვება, ამ გვარებიდან ხვიჩა იყო ერთერთი შემოქმედი თუ მთავარი არა ამ წარმატების.
WTF
24 თებერვალი 2024 15:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული