"ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე ვარ დამოკიდებული, მიჭირს, მაგრამ ეს უნდა მოგიყვეთ..." - დანიელ პაბლო ოსვალდოს მძიმე აღიარება სოციალურ ქსელში

AutoSharing Option
არგენტინული წარმოშობისა და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დანიელ პაბლო ოსვალდომ სოციალურ ქსელში მძიმე ვიდეო გამოაქვეყნა. როგორც მან აღნიშნა ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზეა დამოკიდებული, რის გამოც ფსიქიატრიულ მკურნალობას გადის.

"მიჭირს, მაგრამ დრო მოვიდა, რომ ჩემი ცხოვრების შესახებ მოგიყვეთ. მძიმე დეპრესია მქონდა, რამაც ნარკოტიკზე და ალკოჰოლზე დამოკიდებული გამხადა.

ვგრძნობ, რომ ცხოვრება თვალწინ მეცლება. გავდივარ ფსიქიატრიულ მკურნალობას და ვსვამ წამლებს.

ბევრჯერ ვუბრუნდები ჩემს დამოკიდებულებებს, ვბრუნდები აბსოლიტურ თვითგანადგურებაში.

მე არ შემიძლია ამისგან თავის დაღწევა. უბრალოდ სახლში ვცხოვრობ,
არსად დავდივარ, საწოლიდან არ ვდგები, ოთახიდან არ გავდივარ, არ ვჭამ.

ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდი, რამაც ჩემი დეპრესია მხოლოდ გაამწვავა. არ მსურდა ეს გამეზიარებინა ჩემს ოჯახთან, ჩემს შვილებთან... წარსულში სულ სხვა ადამიანი, ამაყი და თვითდაჯერებული ელიტარული ფეხბურთელი ვიყავი, ახლა კი ვარ ადამიანი, რომელსაც თავადაც ვერ ვცნობ. 

ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ მჯერა, ჭეშმარიტი განკურნების ერთადერთი გზა, ამ ამბის მოყოლა და გაზიარებაა. მარტო ვერ გამოვალ მდგომარეობიდან და ეს შესაძლოა, თითოეულ ადამიანს დაემართოს.

მიჭირს სიმართლის იმისგან გარჩევა, რასაც ჩემი ფსიქიკა იგონებს. ბოდიშს ვუხდი ჩემს ყოფილ მეგობარ გოგონა დანიელა ბალესტერს.

მას და მის ოჯახს დიდი ტკივილი მივაყენე და მხოლოდ ტყუილები ვთქვი. ძალიან ვწუხვარ ამის გამო, რადგან პრობლემები მოვუტანე სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც.

მე ყოველთვის კარგი მეგობარი ვიყავი, კარგი თანამგზავრი, იმედი მქონდა კარგი მამა გავხდებოდი. პატიებას ვთხოვ ჩემს მეგობრებს, ოჯახს, შვილებს. ვგრძნობ, რომ თუ ყველა გაიგებს რა ხდება, ჩემს თავს ვერ გავექცევი, გამოსავალი უნდა ვიპოვო", - თქვა ოსვალდომ.

ოსვალდოს თანადგომა ყოფილმა თანაგუნდელებმა და ახლობელმა ადამიანებმა აღუთქვეს. მას ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორებიც "იუვენტუსი", "რომა", "ინტერი" და სხვა ცნობილი კლუბებია. მან კარიერა 2020 წელს არგენტინულ "ბანფილდში" დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
მათი სანაგვეზე გადაყრა საქმეს ვერ გამოასწორებს. ვინც მაგ ბოროტებით ჯიბეს ისქელებს და ერის მომალვალს ანადგურებს ჩინეთში მოქმედი კანონით უნდა დაისაჯოს. [რაღაც არ მგონია ,რომ ეს დამიბეჭდონ].
///-ს
19:07 17-03-2024
3
მეგობრებო!
თუ აქცევთ ყურადღებას, რომ როგორც ინფორმაციებში ისე გამოხმაურებებში ერთი პოზიტიური და დადებითი წინადადების მოძებნაც კი სანთლით რომ ეძებო პოვნა შეუძლებელია!
ამ ბებერმა და ცხრაჯერ „გათხოვილმა და გამოთხოვილმა“ „ქალეებმა“ ხომ ცალკე აიკლეს ეკრანი. ნუთუ აუცილებელია რომ ჩვენც გვყვანდნენ სახალხოდ მოამაყე ლოლიტები , სობჩაკები ამფისა ჩეხოვები, ვერა ბრეჟნევები, ვალაჩკოვები.ცოტა თავი შეიკავეთ. ქართველ ქალს არ შეშვენის ეს ტინკიცოობა.
ერის ხმა
18:56 17-03-2024
3

სიახლეები პოპულარული