5:0 ძალების დაზოგვით - საბერძნეთი თბილისში ამაღლებულ განწყობაზე მოემგზავრება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში საბერძნეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ყაზახეთი 5:0 დაამარცხა.

მოლოდინისამებრ, ინიციატივას მასპინძლები ფლობდნენ, პირველ ტაიმშივე გაიტანეს ოთხი უპასუხო გოლი და მატჩის ბედი გადაწყვიტეს. შესვენების შემდეგ ბერძნებმა ძალები დაზოგეს და საბოლოოდ 5:0 გაიმარჯვეს.

26 მარტს თბილისში, ფინალში ერთმანეთს საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული გუნდები შეხვდებიან.

ათენი. „ოპაპ არენა“
საბერძნეთი - ყაზახეთი 5:0
გოლები: 1:0 ბაკასეტასი (9, პენ), 2:0 პელკასი (15), 3:0 იოანიდისი (37), 4:0 კურბელისი (40), 5:0 მაროჩკინი (87, საკ. კარში)

altსანიოლი: 60 წუთის შემდეგ "ავიჭერით", ფინალში მეტის გაკეთება

მოგვიწევს

altემოციები ნაკრების გასახდელიდან - "კვარამ" თოფურიას საჩემპიონო ქამარი მოირგო [VIDEO]

altლუქსემბურგელთა მწვრთნელი: ჯერ მიქაუტაძე ექაჩებოდა ჩვენს ფეხბურთელს...

altროგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ლუქსემბურგთან მატჩში

altბუდუს დუბლით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

altბუდუს დუბლი - საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ფინალს უახლოვდება [VIDEO]

altილია თოფურიამ "დინამო არენაზე" საჩემპიონო ქამარი წარადგინა [VIDEO]

altქომაგების დიდი რიგი - რა ხდება თბილისის ქუჩებში ამ დროისთვის [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 17 /
(კოსტას მიტროგლუ, სოკრატის პაპასტატოპულოსი, გეორგიოს სამარასი, კოსტას მანოლასი, ვასილის ტოროსიდისი.) ამ გამოკვეთილი მოთამაშეების დროს რომ გვეთამაშა საბერძნეთთან, შანსი ძალიან ნაკლები გვექნებოდა, ანუ წლების წინანდელი საბერძნეთი, რომელიც "2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში" ძირითადად, ჩამოთვლილი მოთამაშეების დამსახურებით გავიდა. ამჟამად არ ჰყავს ძირითადი და მსგავსი მოთამაშეები ნაკრებში, თუმცა უნდა ითქვას, რომ მიუხდავად ამისა, მაინც საბერძნეთია, მეომარი სულისკვეთება აქვთ მინდორზე რაც არაერთხელ დაუმტკიცებიათ და არ არის ხელწამოსაკრავი ნაკრები, მით უმეტეს, საქმე როცა ეხება ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის გადამწყვეტ დაპირისპირებას! წესით ჩვენმა ფეხბურთელებმა უნდა მოინდომონ ისე, როგორც არასდროს, გონებაში ის ფიქრი და მიზანი უნდა ჰქონდეთ, რომ ევრო ტურნირზე მოხვდებიან პირველად ეროვნული ნაკრების არსებობის მანძილზე და აქედან გამომდინარე სასწაული უნდა გვაჩვენონ!
GFF
22 მარტი 2024 16:51
1
ძალიან საშიში გუნდია, სვავებივით არიან! უნდა ყურადღებით ვიყოთ და ყველაფერი დავდოთ შედეგისთვის!
მერაბი
22 მარტი 2024 12:02
1
ფლანგებიდან მაგრად უტევენ და სამუშაო გვაქვს მაგ საკითხზე... კაკაბაძე-შენგელიამ ძააან უნდა მოინდომონ....
R.M.
22 მარტი 2024 10:07
1
ეს იყო ერთიანობის და ერთსულოვნების დღე, წარმოუდგენელი იყო სხვა შედეგით დამთავრებულიყო ეს თამაში, ასეთი და უფრო მეტი ერთიანობით,ერთმანეთის გვერდით დგომით უნდა ვიყოთ 26შიც და ყოველთვის, მთელი სტადიონი ერთხმაში უნდა მღეროდეს ჰიმნს და უფრო მეტი ენერგიით დავმუხტოთ ჩვენი ბიჭები,არ უნდა გავჩერდეთ მთელი 90 წუთი და გავამხნევოთ ბიჭები, მსოფლიოში ვერცერთი სტადიონი ვერ დაიტევს იმდენი მსურველია დასწრების მაგრამ ვინც იქ ვერ მოხვდება ტელევიზორებთან ვიქნებით ბიჭებო თქვენ გვერდით, გენაცვალეთ ყველას ისტორია უნდა დაიწეროს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და ეს პატივი თქვენ გერგებათ
ალიკა
22 მარტი 2024 09:48
1
გილოცავ საქართველო!აუცილებლად მოსამატებელია თამაშის ხარისხი,გაგვიჭირდება ბერძნებთან.ვარსკვლავებს არ წყვეტენ ,მაგრამ გამძლეობა აქვთ.თუმცა ლჯბტ ბერძნებთან უფალიც ჩვენ მხარეს იქნება
გიორგი
22 მარტი 2024 09:08
6
ლჯბტ ბერძნებთან ჩვენ ლჯბტ კაპიტანი გვეყოლება, ასე რომ, მაგით ვერ შეგვაშინებენ
ლუკა
22 მარტი 2024 10:12
16
მიუხედავად ბერძნების სიძლიერისა, მათ ბურთი უნდა გდავახიოთ თავზე.
ლაშა
22 მარტი 2024 08:13
2
ზოგადად ბერძნებთან გასვლაზე უფრო არ გვიჭირს თამაში ვიდრე საკუთარ მოედანზე.იმედია 26ში ეს ნავსიც გატყდება.ძალიან რთული მატჩი გველის,საბერძნეთი ლუქსემბურგი არაა.მეორე ნომრად დაიწყებენ თამაშს და ძალებს შემოინახავენ.კუთხურებზე და სტანდარტულებზე უნდა იყოს ყურადღებით ჩვენი დაცვა,ბერძნების ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე.ხისტი და უხეში თამაში გამოვა,ხვიჩას განეიტრალებას ეცდებიან ნებისმიერი ხერხით.ახლა იყო საჭირო ლობჟანიძე ზუსტად,მთელი ყურადღება ხვიჩასკენ იქნება და მარჯვნივ გამქცევი ფეხბურთელი გვეყოლებოდა.არ უნდა აყვნენ ჩვენები ბერძნების პროვოკაციებს,რასაც ისინი აუცილებლად იზამენ.აეკი-დინამოს თამაში გაიხსენეთ 2011ში თუნდაც.ჩინეთიდან გგულშემატკივრობთ ქართველი ეკიპაჟი!
მეზღვაური
22 მარტი 2024 04:49
2
მარჯვნიდან უტევენ მაგრა ბალოკი და მასურასი.მარცხენა მცველი ციმიკასი ვერ არის მაღალი დონის,მე რაღაცა მეგონა.
თანაბარი გუნდებია საქართველო და საბერძნეთი.


Levani
22 მარტი 2024 03:12
1
კაზახების დიდი ოცნება 15 წუთში ჩაიფუშა. გუნდი სულიერად გატყდა და ამიტომ 5:0. რა თქმა უნდა ბერძნები მოიგებდნენ მარა არა ასე ადვილად. ძლიერ ნაკრებთან მოგვიწევს ბრძოლა, მაგრამ ბერძნების დამარცხება შესაძლებელია და იმედი მაქვს დავამარცხებთ.
G.LA
22 მარტი 2024 03:08
1
თეორიულად შესაძლებელია ყველაფერი კი ბატონო, მაგრამ პრაქტიკულად ცოტა თამამი მესიჯია, როცა ევროპაზე მოსახვედრ ფინალურ შეხვედრაზე ვსაუბრობთ.
თრიპ
22 მარტი 2024 16:58
0
ისე მოიგეს არც გაოფლიანებულან
SS
22 მარტი 2024 02:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული