"ალბათ, იტალიაში დაბრუნდება" - იტალიელი ჟურნალისტი კიმზე სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს

AutoSharing Option
იტალიელმა ჟურნალისტმა მასიმილიანო მადალონიმ Radio Punto Nuovo-ს ეთერში "ბაიერნის" ცენტრალური მცველის კიმ მინ ჯეს შესახებ ისაუბრა.

მადალონის თქმით, სამხრეთ კორეელი "რეკორდმაისტერის" რიგებში თავს ბედნიერად არ გრძნობს და არაა გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში სერია A-ში დაბრუნდეს.

"ჩემი ინფორმაციით, კიმს გერმანიაში საქმეები კარგად არ მისდის. კლუბის შიგნით სერიოზული პრობლემებია, რამაც შესაძლოა, კიმ მინ ჯეს მომავალიც განსაზღვროს.

დიდი შანსია კიმი იტალიაში დაბრუნდეს", - განაცხადა მადალონიმ.

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეელი "ბაიერნს" გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, "ნაპოლიდან", 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

alt"ინტერი" "ბაიერნიდან" კიმ მინ

ჯეს გადაბირებას შეეცდება

altკიმ მინ ჯე შეშფოთებულია - რა მისწერა სამხრეთკორეელმა "ნაპოლის" ფეხბურთელებს?

alt"ბაიერნის" დირექტორი: კიმ მინ ჯეს მალე წარმოგიდგენთ

ასევე დაგაინტერესებთ