დაპირისპირების მე-13 წუთზე მადრიდელთა შემტევმა როდრიგომ არაზუსტი დარტყმა შეასრულა, რის შემდეგაც "ბლანკოსის" მაისური სახეზე აიფარა და წარწერა Pray For Rs ("ილოცეთ Rs-სთვის") გამოჩნდა.
ეს გზავნილი ბრაზილიელს მის სამშობლოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო ჰქონდა.
RS ნიშნავს Rio Grande do Sul. ეს არის ბრაზილიის შტატი, რომელიც ძლიერი წვიმის გამო კატასტროფულ წყალდიდობას განიცდის.
სულ მცირე, 85 ადამიანი დაიღუპა, 150 000 კი უსახლკაროდ დარჩა,