ინგლისელის თქმით, ლეო ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელსაც პეპ გვარდიოლას გუნდში მოედანზე ყველაფრის უფლება ჰქონდა.
"გვარდიოლას გუნდში ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც შეეძლო გაეკეთებინა ის, რაც სურდა, ლიონელ მესი იყო, პეპი მას ყველაფრის უფლებას აძლევდა", - განაცხადა გრილიშმა.
შეგახსენებთ, გვარდიოლა მესის "ბარსელონაში" 2008/2012 წლებში ავარჯიშებდა. პეპმა "ბლაუგრანას" შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა "ბაიერნში" გააგრძელა, ხოლო ლეომ კატალონიური კლუბი 2021 წელს დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით "პარი სენ ჟერმენს" შეუერთდა.