ჩემპიონთა ლიგა. III ტური: რაფინიას ჰეთ-თრიკი - ელ კლასიკოს წინ "ბარსელონამ" "ბაიერნს" 4:1 მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, მეორე სათამაშო დღეს 9 მატჩი გაიმართა.

„ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე 4:1 დაამარცხა „ბაიერნი“. რაფინიამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ფერმინმა კი ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ყოფილ გუნდს გაუტანა ლევანდოვსკიმ, რომლის ანგარიშზე ბოლო 7 შეხვედრაში 11 გოლია. „ბარსა“ 26 ოქტომბერს, ლა ლიგის მეთერთმეტე ტურში მადრიდში „რეალს“ დაუპირისპირდება.

„ლივერპულმა“ სტუმრად 1:0 სძლია „ლაიფციგს“, 9 ქულა აქვს და „ასტონ ვილასთან“ ერთად ლიდერია. სლოტის გუნდმა ყველა ტურნირზე ბოლო 12 დაპირისპირებიდან 11 მოიგო - 8 ზედიზედ.

"მანჩესტერ სიტიმ" "სპარტა" 5:0 გაანადგურა. ჰოლანმა დუბლი შეასრულა. მან
მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 13-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. "სიტიმ" ტურნირზე "მანჩესტერის" რეკორდი დაამხო - ძირითად დროში ზედიზედ 26 მატჩში მარცხი არ განუცდია.

"ლილმა" გასვლაზე 3:1 სძლია "ატლეტიკოს". სიმეონეს გუნდმა ბოლო 5 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო.

"ინტერმა" კომპენსირებულ დროში ტიურამის გატანილი გოლით 1:0 მოუგო "იანგ ბოიზს". ინძაგის გუნდმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა.

ბარსელონა. "ოლიმპიკ ლიუის კომპანისი"
ბარსელონა - ბაიერნი 4:1
გოლები: 1:0 რაფინია (1), 1:1 კეინი (18), 2:1 ლევანდოვსკი (36), 3:1 რაფინია (45), 4:1 რაფინია (55)

ლაიფციგი. "რედ ბულ არენა"
ლაიფციგი - ლივერპული 0:1
გოლები: 0:1 ნუნიესი (27)

ბერგამო. "ატლეტი აძური დ’იტალია"
ატალანტა - სელტიკი 0:0

გენგამი. "სტად დიუ რუდურუ"
ბრესტი - ბაიერი 1:1
გოლები: 0:1 ვირტცი (24), 1:1 ლე-მელუ (39)

მადრიდი. "ვანდა მეტროპოლიტანო"
ატლეტიკო - ლილი 1:3
გოლები: 1:0 ალვარესი (8), 1:1 ჟეგროვა (61), 1:2 დევიდი (74, პენ), 1:3 დევიდი (89)

ლისაბონი. "და ლუში"
ბენფიკა - ფეიენოორდი 1:3
გოლები: 0:1 უედა (12), 0:2 უედა (24), 1:2 აკტიურკოღლუ (66), 1:3 მილამბო (90+2)

ზალცბურგი. "რედ ბულ არენა"
ზალცბურგი - დინამო (ზ) 0:2
გოლები: 0:1 კულენოვიჩი (49), 0:2 პეტკოვიჩი (84)
გაძევება: შლაგერი (66, ზალცბურგი)

მანჩესტერი. "ეტიჰადი"
მანჩესტერ სიტი - სპარტა 5:0
გოლები: 1:0 ფოდენი (3), 2:0 ჰოლანი (58), 3:0 სტოუნზი (64), 4:0 ჰოლანი (68), 5:0 ნუნიეში (88, პენ)

ბერნი. "ვანკდორფი"
იანგ ბოიზი - ინტერი 0:1
გოლი: ტიურამი (90+3)
გამოუყენებელი პენალტი: არნაუტოვიჩი (48, ინტერი)

altჩემპიონთა ლიგა. III ტური: "რეალის" დიდებული ქამბექი და ქართველების გუნდების მორიგი წაგებები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 12 /
სანახაობრივად ძალიან კარგი მატჩი გამოვიდა. როგორც იქნა ბარსელონამ დაამარცხა ბავარია, რასაც 10 წელი ვერ ახერხებდა. ძალიან გადატვირთულია თამაშები მიკვირს ამდენ ტურნირებზე თამაშს როგორ ახერხებენ გამოსვლას. ელ კლასიკოც ეხლა ემთხვევა და ორი დაღლილი გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს. რეალის უპირატესობა მხოლოდ ისაა რომ ერთი დღით ადრე დასვენებულია და მადრიდში თამაშობს. წესით კარგი თამაში უნდა გამოვიდეს. რეზულტატს ფრეს ვვარაუდობ.
დავით67
16:26 24-10-2024
0
ბარსელონა-ბავარიის მატჩს,ქართული კომენტარით ვუყურე სილქზე და მგონი პირველი შემთხვევაა,კომენტატორების ჭყლოპინზე ნერვები რომ არ მომშლია.რატომ?-იმიტომ რომ ეს თამაში,განსაკუთრებით კი,მისი პირველი ტაიმი,თავისი ხარისხით,დაძაბულობით,აჭარბებდა კიდეც,მათ ემოციებს.ვინც ვერ უყურა,ვურჩევდი,ჩანაწერი მოიძიოს და ნახოს.ანგარიშმა არავინ შეაცდინოს.ბავარიამაც კარგად ითამაშა.
სოსო
12:38 24-10-2024
0

სიახლეები პოპულარული