კაკას ყოფილმა ცოლმა ფეხბურთელთან დაშორების მიზეზზე უცნაური განცხადება გააკეთა - რიკარდომ მას უპასუხა და ეს ურთულესი პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ ყოფილი მეუღლის, კაროლინა სელიკოს განცხადებას უპასუხა.

მოგეხსენებათ, სელიკომ ვეტერან ფეხბურთელთან დაშორების მიზეზზე ისაუბრა და საკმაოდ უცნაური განმარტებაც გააკეთა.

"კაკა არასდროს მიღალატებდა, ყოველთვის კარგად მექცეოდა, მშვენიერი ოჯახი მყავდა, მაგრამ მე არ ვიყავი ბედნიერი, რაღაც მაკლდა. პრობლემა ის არის, რომ ის ჩემთვის სრულყოფილი იყო", - თქვა სელიკომ. 

ამის შემდეგ Marca-მ ბრაზილიელის კომენტარი გამოაქვეყნა, რომელიც ყოფილ მეუღლესთან განშორებასა და შემდეგ შექმნილ რთულ პერიოდზე საუბრობს.

"2015 წელს მე დაქორწინებული ვიყავი და ჩემმა ცოლმა დაშორება გადაწყვიტა. მან მითხრა, მე არ
ვარ ბედნიერი და მგონია, რომ ეს შენთან ერთად ყოფნის ბრალიაო.

მე საზღვარგარეთ ვიყავი, ვცხოვრობდი აშშ-ში და მან ბრაზილიაში დაბრუნება მოისურვა. "მე ბრაზილიაში დაბრუნება და ცხოვრება და ასევე შენთან განქორწინება მსურს", - მითხრა მან.

შემდეგ მე წავიკითხე წიგნი სახელწოდებით Prova de Fogo, ეს წიგნი ძალიან მაგარია ყველასთვის, ვისაც ქორწინებაში პრობლემები აქვს.

ყველაფერი გავაკეთე, რომ დაშორება ამერიდებინა, იმიტომ, რომ ქრისტიანი ვარ და ქრისტიანი ადამიანი ყოველთვის ცდილობს, ცოლთან დაშორება აირიდოს. ამიტომ ვთქვი მე, ბოლომდე ვიბრძოლებდი, რომ ქორწინება შემენარჩუნებინა.

მან დაიჟინა, რომ მეტი აღარ შეეძლო და ბრაზილიაში დაბრუნდა, ხელი მოაწერა განქორწინების დოკუმენტებს და ჩვენ 2015 წლის დეკემბერში დავშორდით. ჩვენი ისტორია აქ დასრულდა, 2 დიდებული შვილით, ლუკათი და იზაბელათი.

მე 1 წლის განმავლობაში მარტო ვიყავი, რომ ეს სიტუაცია გადამეხარშა. ვესაუბრებოდი პასტორებს, რადგან ბიბლია ამბობს, რომ არ უნდა განქორწინდე და მე განვქორწინდი.

მაგრამ მე მესმის, რომ თუ ქრისტიანი ხარ და ღმერთს ეძებ და ცხოვრების გაგრძელება გინდა, ეს მისაღებია. თუ შენს მეუღლეს აღარ უნდა, შენ შეგიძლია თქვა, ამინ, წადი. შენ არავის უნდა აიძულო შენთან დარჩენა", - ამბობს კაკა.

ინფორმაციისთვის, სელიკო კაკას ბავშვობის სიყვარულია და მასთან 2005 წელს იქორწინა.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ჩვენშიც ასე არაა, გოგოებს ძველი ბიჭები, ნარკომანები და ხულიგნები უფრო ევასებათ, ვიდრე მორწმუნე და პატიოსანი ბიჭები და მერე რო გამოუწერენ ის ბლატნოი ბიჭები ჟაჟს ცხვიპირში, მერე კი ირტყამენ თავში ხელს, მარა მერე გვიანია.
ეეე
16 აპრილი 2024 16:58
1
ვა, რა ძმაა, ფეხბურთელი ხომ შთამბეჭდავი იყო და პიროვნებაც არანაკლები ყოფილა, არადა ბრაზილიაში ძნელია ასეთ აზრონებამდე მიხვიდე
ნიკა
16 აპრილი 2024 19:33
0
ეგრეა, გოგოებს არ უყვართ კარგი ბიჭები, ცუდი ბიჭი უნდა იყო ყოველთვის, აი მერე არ გაშორდებოდა
ვახო
16 აპრილი 2024 17:13
5
არც ბიჭებს არ ევასებათ კარგი გოგოები!!
ვახო -ს
16 აპრილი 2024 19:13
14
კლასიკური ...ქალა.
კნოპსი
16 აპრილი 2024 22:47
3
კლასიკური ...კაცები არ გინახია??რამდენიც გინდა იმდენია!!
კნოპსი-ს
17 აპრილი 2024 12:31
2
ეს რა შესანიშნავი ადამიანი ყოფილა! ბრავო!
aburjga
16 აპრილი 2024 21:52
0
გასაღები ამ სიტყვებშია "ის ყოველთვის კარგად იქცეოდა"
როცა ქალმა ყოველთვის იცის სად ხარ,რას აკეთებ.
როცა კარგი მეოჯახე ხარ და ყოველთვის შენში დარწმუნებულია-რაღაცნაერად მერე მოცემულობად იღებენ.
მერე რაც "აქვთ" იმის მაგიერ იმაზე ოცნებობენ "რაც" არ აქვთ.
სამწუხაროდ ასეა.
მნიშვნელობა აქვს როგორიამშობლებმა აღზარდეს ეს ქალი.
ბევრ რამეს აქვს მნიშვნელობა.
ცოტა შენი დეფიციტი უნდა იყოს,ბალანსი არ უნდა დაკარგო.ეგაა სულ
Levani
16 აპრილი 2024 20:32
3
რა დასანანია,როგორ მიყვარდა ეს წყვილი
ლიზა
16 აპრილი 2024 19:19
0
იმ დროის საფეხბურთო სამყაროში,საუკეთესო წყვილი იყო!
გიორგი
16 აპრილი 2024 22:30
0
აქ უცნაური რაა ბატონო იმანო!?)))
გიუშა
16 აპრილი 2024 17:21
8
თუ ვერ მიხვდი, ხელმეორედ წაიკითხე, თუ კიდევ ვერ მიხვდი, კიდევ წაიკითხე და ასე, სანამ არ მიხვდები.
ინტრიგანი
16 აპრილი 2024 18:16
4
საწოლში გოლების გატანა უეირდა აშკარად ;)
მანუ
19 აპრილი 2024 21:53
2
რამ აგაშფოთათ კაცებო??...კაცები არ გინახიათ,რომლებსაც კარგი ცოლები და შვილები მიუტივებიათ და წასულან სხვა ქალებთან??თუ კაცები ანგელოზები არიან და შარავანდედი ადგათ თავზე??!!
ქართველი ვაჟკაცი
17 აპრილი 2024 11:39
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული