მხითარიანი: ისტორია დავწერეთ, ორი თვის წინ ვიცოდით, რომ ჩემპიონები გავხდებოდით

AutoSharing Option
გუშინ, სერია A-ს 33-ე ტურში "მილანთან" 2:1 გამარჯვების შემდეგ,, "ინტერმა" ჩემპიონობა გაინაღდა, "ნერაძურიმ" სკუდეტო ისტორიაში მეოცედ მოიპოვა.

მატჩის შემდეგ "ინტერის" ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ეს დაუვყიწყარი მომენტია, ისტორია დავწერეთ. "მილანთან" მატჩამდე დარწმუნებული ვიყავით, რომ ჩემპიონები გავხდებოდით. სიმართლე გითხრათ, ორი თვის წინ ვსაუბრობდით, თუ რამხელა ემოცია იქნებოდა "მილანურ დერბიში" ჩემპიონობის მოპოვება.

ჩემს საქმეს ყოველთვის ვაკეთებ, მოედანზე მუდამ ბოლომდე ვიხარჯები. ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ, ახლა კი დროა, ჩემპიონობა ფანებთან ერთად აღვნიშნოთ", - განაცხადა მხითარიანმა.

altდიდი ემოცია! მხითარიანმა ტოპლიგა

პირველად მოიგო - "შარშან ქართველმა, წელს სომეხმა"...

alt"ინტერმა" "მილანს" სძლია და მეოცედ მოიპოვა სკუდეტო [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ