მხითარიანი: ამ სეზონში ყველა ტურნირის მოგება შეგვიძლია

AutoSharing Option
"ინტერის" 36 წლის ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა თავის გეგმებზე ისაუბრა:

"კარიერის ყველაზე მაღალ დონეზე "ინტერში" დასრულება მსურს. დაველოდოთ სეზონის დასრულებას და შემდეგ დავინახავთ, დავტოვებ თუ არა გუნდს და მივაღწევთ თუ არა კონტრაქტის 2027 წლამდე გაგრძელებაზე შეთანხმებას. რატომაც არა. მით უმეტეს, ეს ჩემს ფიზიკურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული - თუ ასეთ დონეზე შევძლებ თამაშის გაგრძელებას.

მჯერა, ამ სეზონში ყველა ტურნირის მოგება შეგვიძლია. ტიტულებზე ვოცნებობთ, ამიტომ წინ მივიწევთ და იმედი გვაქვს, რომ ამას გავაკეთებთ".

მკითხველის კომენტარები / 4 /
კვარა მისი ცხოვრების მაგალითს მიჰყვებოდა,სტადიონთან რომ ცხოვრობდა.დიდი სპორტსმენია,დიდი პროფესიონალი და დიდ პატივს ვცემ.ასაკი მაინც თავისას შვრება და მისი ამპლუის ფეხბურთელისათვის,ძალიან მაღალი სტანდარტების გუნდში მუდმივი თამაში,იმდენ ენერგიას მოითხოვს,რისი ატანაც 33 წლის ფეხბურთელისათვის უძნელესი საქმეა.მას უკვე დასვენება აღდგენის პრობლემებიც ექნება. სომხეთის ნაკრებში თამაში,მისთვის იმხელა დამატებითი დატვირთვა იქნებოდა,რისი გაძლებაც,ალბათ შეუძლებელად ჩათვალა და ნაკრებს დაემშვიდობა.
მე არ ვიცოდი და ალბათ ბევრისთვისაც სიახლე იქნება,რომ მამამისი ჰამლეტ მხითარიანი,რომელიც ასევე ძალიან კარგი თავდამსხმელი იყო,1996 წელს,33 წლის ასაკში გარდაცვლილა,ტვინში სიმსივნის გამო.ჰენრიხი მაშინ მხოლოდ 7 წლისა იყო და იმ წლებში სომხეთშიც ძალიან დიდი გაჭირვება იყო.მიუხედავად ყველაფრისა,მან საოცარი ნებისყოფით და შრომისმოყვარეობით გაიკაფა გზა დიდ ფეხბურთში,რაც კიდევ უფრო დიდ პატივისცემას იმსახურებს.
სოსო
13:43 27-03-2025
1
მხითო,რატო არ ეხმარებოდი შენი ქვეყნის ნაკრებს?
4

სიახლეები პოპულარული