
მხითარიანს გამორჩეული სეზონი აქვს. "მილანთან" მან კარისკენ სამჯერ დაარტყა (ერთხელ ზუსტად), პასების 85% ზუსტი ჰქონდა, ორჯერ კი მასზე დაჯარიმდნენ. ჰენრიკი კარგი იყო "დორტმუნდშიც", "მანჩესტერშიც", "არსენალშიც" და "რომაშიც", მაგრამ ტიტულამდე სულ ერთი ნაბიჯი აკლდებოდა. მხითარიანის ისტორია ყველამ იცის,

მხითარიანი 2021 წელს მთავარმა მწვრთნელმა, ესპანელმა კაპაროსმა, ნაკრებში აღარ მიიწვია და ამან ყოფილი კაპიტანი ძალიან გააბრაზა. ახლა სომხებს უკრაინელი პეტრაკოვი წვრთნის.
სომეხი გულშემატკივრები გახარებულები არიან და აფიქსირებენ, რომ ძალიან ცუდია, ჰენრიკი ნაკრებში რომ აღარაა. საინტერესოა ერთ-ერთი გამოხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ გასულ წელს სკუდეტო ქართველმა (ხვიჩა კვარაცხელია) მოიპოვა, წელს კი ამის პატივი სომეხ ფეხბურთელს ხვდა წილად...
მხიათარიანმა სომხეთისა და უკრაინის ჩემპიონობას, კარიერის ბოლოს, მართლაც მშვენიერი ჯილდო შემატა.