მარესკა ან ფრანკი - "ჩელსი" არჩევანს ამ ორ სპეციალისტს შორის გააკეთებს

AutoSharing Option
"ჩელსი" მთავარი მწვრთნელის პოსტზე არჩევანს ენცო მარესკასა (ლესტერი) და ტომას ფრანკს (ბრენტფორდი) შორის გააკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს.

"ლურჯები" კირან მაკენას კანდიდატურასაც განიხილავდნენ, თუმცა მხარეებს შორის მოლაპარაკებები ვერ შედგა.

წყაროს ცნობით, ამჟამად მარესკასა და ფრანკს "ჩელსის" ჩაბარების თანაბარი შანსი აქვთ, თუმცა "არისტოკრატებს" მათ გადმოსაბირებლად, ბრიტანული კლუბებისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევთ.

შეგახსენებთ, "ჩელსიმ" სეზონის დასრულების შემდეგ მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული