"ისინი დღეს მხოლოდ ფულზე ფიქრობენ" - პლატინიმ UEFA-სა და FIFA-ს პრეზიდენტები საჯაროდ გააკრიტიკა

AutoSharing Option
UEFA-ს ყოფილმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ იტალიურ La Reppublica-სთან საუბარში UEFA-სა და FIFA-ს ამჟამინდელი ხელმძღვანელები გააკრიტიკა.

"დავუბრუნდები თუ არა როდისმე ჩემს თანამდებობას? - არა. ამისთვის უკვე საკმაოდ ასაკში ვარ. ყველაფერი დასრულდა. დღემდე მახსოვს ის უსამართლობა, რაც განვიცადე.

ვიცნობ გუშინდელ და დღევანდელ მენეჯერებს. ჩეფერინი და ინფანტინო დღეს მხოლოდ ფულზე ფიქრობენ. მათ შექმნეს ახალი სულელური ჩემპიონთა ლიგა ძალიან ბევრი თამაშით.

ვისურვებდი, რომ ფეხბურთის მენეჯმენტი სწორედ ფეხბურთელებს დაევალოთ, რადგან ეს მათ ყველაზე კარგად ესმით", - თქვა პლატინიმ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
სირცხვილია ვინმეზე პლატინი რომ იტყვის ფულზე ფიქრობენო. რა მაგარი ფეხბურთელი იყო და როგორ ცვლის ფული ხალხს. გონია ვინმეს რამე ავიწყდება?
G.LA
17:40 06-06-2024
8
პლატინი უმაგრესი ფეხბურთელი იყო.
კიდევ იმიტომ ვცემ პატივს, რომ პრეზიდენტობისას მარჯვენა ხელად ქართველი ჰყავდა, აწ გარდაცვლილი დათო პეტრიაშვილი.
სხვათაშორის, ამ უკანასკნელის დამსახურებაა, თბილისში სუპერთასის გამართვა და მესის ხილვა.
მანფრედ კალცი
14:48 06-06-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული