"VAR-ის გადაწყვეტილებები ფეხბურთს ანადგურებს" - რონალდ კუმანი

AutoSharing Option
გუშინ, 10 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, ინგლისმა ნიდერლანდები 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ "ნარინჯისფერების" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ინგლისმა მე-18 წუთზე ანგარიში პენალტით გაათანაბრა, იქამდე კი ნიდერლანდელთა საჯარიმოში წესების დარღვევის ეპიზოდი VAR-ზე გადამოწმდა.

"იმ ეპიზოდში პენალტი არ ყოფილა, დუმფრისმა მხოლოდ დარტყმის დაბლოკვა სცადა.

VAR-ის ასეთი გადაწყვეტილებები ფეხბურთს ანადგურებს. იმ მომენტში მცველს სხვა რა უნდა გაეკეთებინა? ვფიქრობ, მსაჯმა უამრავი სულელური გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ თამაში ამის გამო არ წაგვიგია", - განაცხადა კუმანმა.

შეგახსენებთ, ევრო 2024-ის ფინალში ინგლისის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.
მატჩი 14 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

altსაკამათო პენალტი - ინგლისმა ნიდერლანდებს მოუგო და ფინალში ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ