სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, E ჯგუფში საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქეებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩები ჩაატარეს და თურქეთისა და ბულგარეთის შემდეგ ჩვენი გუნდის მომავალი მესამე მოწინააღმდეგე გაირკვა - ესპანეთი.

ესპანეთისა და ნიდერლანდების საპასუხო 1/4-ფინალიც 2:2 დასრულდა და ექსტრა ტაიმები დაინიშნა. 103-ე წუთზე იამალმა მასპინძლები დააწინაურა, თუმცა 109-ე წუთზე სიმონსმა ანგარიში გაათანაბრა, საბოლოოდ 3:3, პენალტების სერიაში კი „ფურია როხამ“ იმარჯვა. შეგახსენებთ, „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თქვა, მისი ნება რომ იყოს, მეტოქედ ნიდერლანდები ურჩევნია.

თურქეთმა უნგრეთს ისევ მოუგო და ერთა
ლიგის A დივიზიონში გადავიდა, ხოლო ბულგარეთი ირლანდიასთან ისევ დამარცხდა და C დივიზიონში დარჩა.

ვალენსია. „მესტალია“
ესპანეთი - ნიდერლანდები 3:3 (ძირ. დრო 2:2, პენ 5:4) (პირველი შეხვედრა 2:2)
გოლები: 1:0 ოიარსაბალი (8, პენ), 1:1 დეპაი (54, პენ), 2:1 ოიარსაბალი (67), 2:2 მატსენი (79), 3:2 იამალი (103), 3:3 სიმონსი (109, პენ)

ბუდაპეშტი. „პუშკაშ არენა“
უნგრეთი - თურქეთი 0:3 (1:3)
გოლები: 0:1 ჩალჰანოღლუ (37, პენ), 0:2 გიულერი (39), 0:3 ბარდაკჯი (90)

დუბლინი. „ავივა სტადიუმი“
ირლანდია - ბულგარეთი 2:1 (2:1)
გოლები: 0:1 ანტოვი (30), 1:1 ფერგიუსონი (63), 2:1 იდა (84)


მკითხველის კომენტარები / 20 /
ესპანეთი უფრო გაძლიერებული მეჩვენება, ევროს შემდეგ. ძალიან რთულია მათთან თამაში, თანაც გულშემატკივრების გარეშე.
დავით 67
06:07 25-03-2025
0
თამაშის ტემპს თუ მოუმატებენ შანსი გაჩნდება
ჩვენი "კვარა" დაფრინავს, ჩვენი "კვარა" არ დადის!
14:48 24-03-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული