ლუკაკუს "ნაპოლიში" "კვარაზე" მაღალი ანაზღაურება ექნება - ბელგიელმა "პარტენოპეისთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

AutoSharing Option
"ჩელსის" ფორვარდი რომელუ ლუკაკუ დიდი ალბათობით, კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ბელგიელმა ნეაპოლურ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ტრანსფერი მას შემდეგ გაოფიციალურდება, რაც "პარტენოპეის" ვიქტორ ოსიმენი დატოვებს. თავის მხრივ, ნიგერიელს "პარი სენ ჟერმენში" გადასვლა სურს და კლუბები ტრანსფერზე აქტიურად მუშაობენ.

დი მარციოს ცნობით, ლუკაკუს ანაზღაურება "ნაპოლიში" ბონუსების გარეშე 6 მილიონი ევრო იქნება. "პარტენოპეი" კი კვარაცხელიას ამ მომენტისთვის 5.5 მილიონ ევროს სთავაზობენ.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ოსიმენის ტრანსფერთან დაკავშირებით "ნაპოლისა" და პსჟ-ს შორის დასკვნითი მოლაპარაკებები მომდევნო კვირაში გაიმართება.

შეგახსენებთ,
კვარაცხელიას "პარტენოპეისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება, მხარეები ჯერჯერობით ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

altკვარაცხელია, რომელიც მძიმე მატჩშიც შესამჩნევია და რატომ არაა მისი ქება სახიფათო - დგება ახალი გამოწვევების დრო?!

altუეფას პრეზიდენტი: საქართველოს ნაკრებმა და კვარაცხელიამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს

alt"დე ლაურენტისი კვარაცხელიაზე ამას შემპირდა..." - რა განაცხადა ანტონიო კონტემ ქართველზე?

მკითხველის კომენტარები / 11 /
არაა ჩვენი საქმე კვარას რამდენი ექნება ხელფასი მიხადავს მისი ოჯახი მაგ საკითხს!! ჩვენ ხალხმა, საქართველოში ხელფასი პენსია რამდენია იმას მივხედოთ და ვიდარდოთ. კვარას პირადი საქმეა ნუ ერევით არაა ეგ ჩვენი საქმე. ჩვენ როგორც გულშემატკივრებმა წარმატება ვუსურვოთ ოქროს ბურთან ერთად! მოკლედ ჩვენი საქმეა გულშემატკივრობა მინდორზე სტადიონიდან
7
ეს არის შედეგი როდესაც აგენტის მაგივრად რუსეთ/უკრაინებში ვითომ წარმატებული დელეცი გყავს! ეს არის სრული უპატივცემულობა ფეხბურთელის! გაუგონარი ამბავია ამხელა დამსახურების, პოტენციალის, შესაძლებლობების და ბოლობოლო სტატისტიკის მქონე ფეხბურთელს ასეთი ხელფასი ქონდეს და კლუბს ახლები მოყავდეთ 6-ჯერ დიდი ანაზღაურებით! გუშინ გამოქვეყნდა ლა ლიგის ფეხბურთელების ხელფასები და ფრენკი დეიონგს აქვს 37 მილიონი წელიწადში! კვარას 1 მილიინი!!! წარმოიდგინეთ კვარას მაგარი ევროპელი აგენტი რო ყავდეს ვინ გაუბედავდა ამას?! იმაზე აღარ ვლაპარაკობ როგორ უპატივცემულოდ ექცეოდნენ მთელი ეს 2 წელიწადი. ბოლო სეზონში 1 პენალტი არ დაარტყმევინეს არადა ესეც მოლაპარაკების საგანია რასაც აგენტები აგვარებენ. ელმასის წასვლის შემდეგ 7 ნომრიანი მაისური არ მისცეს (კვარას მაგრად უნდოდა)! მამა და აგენტს ბოდიშები ახდევინეს კლუბის ტელევიზიის ეთერში გამოთქმული მოსაზრების გამო! ოსიმენმა კი საერთოდ აგინა ჯუღელს პირდაპირი მნიშვნელობით. პრეზიდენტი ულტიმატუმებით ელაპარაკება და “რაზბორკებს” უწყობს ნაკრების უმნიშვნელოვანეს შეკრებაზე… ეხლა წარმოიდგინეთ რაზე ფიქრობს, რაზე იშლის ნერვებს და როგორ იქნებოდა ნორმალური აგენტი რო ყავდეს…. კვარა გენიაა მაგრამ მას პირობები ჭირდება რაც ჯუღელის ხელში არ ეღირსება! შედეგად კარიერაში თავისი შესაძლებლობების 100% მაგივრად რამდენის ჩვენებას მოახერხებს 20% 30% თუ 50% არავინ იცის. თუ უნდა 100% მიუახლოვდეს და მართლა სუპერ ვარსკვლავი იყოს აგენტიც ვარსკვლავი ჭირდება! ყველას შევახსენებ რომ გენრიხ მხიტარიანის დამ (ახალგგაზრდა გოგომ) აიღო და მინო რაიოლას მიწერა სოცქსელებში - მხიტარიანის და ვარ და გთხოვთ ჩემი ძმა წარმოადგინეთო. აღარ ჩამივთვლი იმ გრანდებს სადაც ამ ფეხბურთელმა ითამაშა კარიერის განმავლობაში. ხვიჩას უფროს ძმას მივმართავ, შენ ხარ ოჯახში საღადმოაზროვნე და ავტორიტეტის მქონე ადამიანი. აიღე ხელში სადავეები და მოაგვარე ეს საკითხი. არაა ლოდინის დრო. უპოვე მაგარი აგენტი, დაუკავშირდი, შეხვდი, მოელაპარაკე და გადაარჩინეთ ხვიჩაც, თქვენი თავიც (ოჯახი, ნათესავები, ახლობლები, გარემოცვა), და ქვეყანაც!
Zaza
13:41 21-07-2024
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული