"ფეხბურთს ამიტომ არა 11, არამედ 10 ადამიანი უნდა თამაშობდეს" - პლატინის რევოლუციური იდეა აქვს

AutoSharing Option
2007/15-წლებში UEFA-ს ყოფილმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ფეხბურთში რევოლუციური იდეა წამოაყენა. მისი აზრით, დროა, სპორტის ამ სახეობაში არა 11, არამედ 10 ადამიანი თამაშობდეს.

"ალბათ, გუნდებმა 10-10-ზე უნდა დაიწყონ თამაში. 100 წელზე მეტია გუნდის სასტარტო შემადგენლობა 11 მოთამაშისგან შედგება, მაგრამ მაშინ ფეხბურთელები ნაკლებად და ნელა დარბოდნენ, ვიდრე დღეს, ისინი ფიზიკურად სუსტნი იყვნენ", - თქვა პლატინიმ RMC-ზე.

პლატინის ამ ინიციატივას ჯერჯერობით საფეხბურთო წრეებში გამოხმაურება არ მოჰყოლია.
მკითხველის კომენტარები / 16 /
დაითვალა ვინმემ ამ ბოლო ორ-სამ წელიწადში რამდენი მოქმედი ფეხბურთელი გარდაიცვალა?! - მთავარია ბოსებს მილიონები მისდიოდეთ ტელეხედვებიდან და ფეხბურთელები წყალსაც წაუღია!
დათო
09:38 22-09-2024
0
მაგას ჯობია, წესებში ისეთი ცვლილებები შეიტანონ, ტექნიკურ ფეხბურთელებს რომ ჰქონდეთ მეტი უპირატესობა, მეტი აზრი ჰქონდეს ფინტების, დრიბლიგის, მოტყუების ტექნიკის დახვეწას, მართლა ისჯებოდეს უხეშობა, აზრი დაკარგოს "მცირე ფოლის" ტაქტიკამ... ფეხბურთი ასე დაიბრუნებს სანახაობით მხარეს.
გიორგი
22:29 21-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული