
ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა და უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი ოლიმპიადაზე ფეხბურთის მატჩებს არ უყურებს.
"მე საფრანგეთის ოლიმპიური ნაკრები არ მაინტერესებს. ფეხბურთი სპორტის ოლიმპიური სახეობა არ არის", - ციტირებს პლატინის RMC Sport-ი.
ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირი საფრანგეთში 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.