Corriere dello Sport-ის ცნობით, ბალოტელიმ "ჯენოას" ხელმძღვანელობას პირობა მისცა, რომ თუ მას გაიფორმებდნენ, ძველებურად ათამაშდებოდა.
"თუ სერია A-ში დაბრუნების შესაძლებლობას მომცემთ, იქაურობას დავანგრევ", - უთხრა ბალოტელიმ ალბერტო ჯილარდინოს.
ფორვარდის გადაბირებით დაინტერესებული პირადად გენუელთა მთავარი მწვრთნელი ალბერტო ჯილარდინო გახლდათ. თუმცა "ჯენოას" ცუდი შედეგების გამო, შესაძლოა, იტალიელი გაათავისუფლონ და მის ნაცვლად ამ თანამდებობაზე ხორხე სამპაოლო დაინიშნოს.
ბალოტელი სერია A-ში ბრუნდება - იტალიელი სამშობლოში სეზონის ბოლომდე იასპარეზებს
თანაგუნდელები ჭკუიდან გადაიყვანა - ბალოტელის ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]