34 წლის თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ, რომელიც "ჯენოაში" ოქტომერში გადავიდა, შეიძლება გუნდი გამოიცვალოს.
"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, ბალოტელის კონტრაქტში მუხლია, რომლის მიხედვით მხარეებს 31 დეკემბრამდე ცალმხრივად შეუძლიათ თანამშრომლობის შეწყვეტა. კლუბს ხელშეკრულების გაგრძელება სურს, მარიოს პოზიცია კი უცნობია.
ბალოტელის სამსახურით მექსიკის "კრუს ასულია" დაინტერესებული და მზადაა იმაზე ხუთჯერ მეტი ხელფასი გადაუხადოს, ვიდრე ამჟამად იღებს - 400 ათასი.
ბალოტელიმ "ჯენოაში" 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია. ის გუშინ "ემპოლისთან" შეხვედრაში განაცხადში არ იყო.
ბალოტელიმ "ჯენოაში" 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია. ის გუშინ "ემპოლისთან" შეხვედრაში განაცხადში არ იყო.