"ახლა რაღაც პროვოკაციულს ვიტყვი"- იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა "ნაპოლის" ფეხბურთელზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ინტერისა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა დანიელე ადანიმ Viva el Futbol-თან ინტერვიუში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.

ადანის თქმით, მისი აზრით, "პარტენოპეის" ახალწვეული ალესანდრო ბონჯორნო მიმდინარე სეზონში კიმ მინ-ჯეზე უკეთესი მცველია.

"მინდა რაღაც პროვოკაციული ვთქვა. წელს ბონჯორნო უკეთესია, ვიდრე კიმი. ჩემთვის ალესანდრო ერთ-ერთი უძლიერესი მცველია", - განაცხადა ადანიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" ბონჯორნო გასულ ზაფხულს "ტორინოდან", დაახლოებით 35 მილიონ ევროდ შეიძინა.

altანტონიო ადანი: ლეო მესი სპორტს უკეთესს ხდის

ასევე დაგაინტერესებთ