
მექსიკელის მიერ უმაღლესი საფეხბურთო სასჯელის შესრულება გასაკვირი გახლდათ, რადგან როგორც ხშირად ხდება ხოლმე, "ლომბარდიელთა" მხრიდან თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან კრისტიან პულისიჩი მიდის.
შეხვედრის შემდეგ "მილანის" დამრიგებელმა სერჟიო კონსეისაომ DAZN-თან ახსნა, რომ გუნდში 3 პენალტისტია და ამ კომპონენტში ვარჯიშებზე სწორედ ეს ფეხბურთელები მუშაობენ.
პორტუგალიელი მოხარულია, რომ პულისიჩმა თერთმეტმეტრიანის შესრულება ხიმენესს დაუთმო, რადგან ეს კლუბში ერთიანობას ნიშნავს და ამერიკელს მექსიკელისთვის გოლების "გვალვის" დასრულება უნდოდა.