სკანდალური მატჩი თურქეთის ჩემპიონატში - "დემირსპორის" ფეხბურთელებმა "გალათასარაისთან" მატჩის გაგრძელებაზე უარი თქვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში "გალათასარაიმ" "ადანა დემირსპორს" უმასპინძლა, შეხვედრა 30-ე წუთზე შეწყდა, რადგან სტუმართა გუნდის ფეხბურთელებმა მატჩის მთავარი არბიტრის მიმართ პრეტენზიები გამოთქვეს.

ეპიზოდის განმუხტვას "დემირსპორის" პრეზიდენტი შეეცადა, რომელიც მოედანზე გავიდა, თუმცა მოთამაშეებმა მოედანზე დაბრუნებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.

მასპინძლები ალვარო მორატას მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანის წყალობით იგებდნენ.

დიდი ალბათობით, "დემირსპორს" მკაცრად დასჯიან, გუნდი ისედაც რთულ სიტუაციაშია, რადგან 23-ე ტურის შემდეგ ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 5 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.

"გალათასარაი" 57 ქულით პირველ ადგილზეა.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ "ფენერბაჰჩეს" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე
მოურინიომ მსაჯები "გალათასარაის" მიმართ მიკერძოებაში დაადანაშაულა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ვინც ამბობს არ იყო პენალტიო გაგნებაში არაა ფეხბურთის. მერტენსის ფეხს მიმართულება არ შეუცვლია, საითაც მიდიოდა იქითკენ გაააგრძელა, მცველმა გადაუკეტა მოძრაობის მიმართულება და ბურთზე ვერ ითამაშა.
nedved
23:46 10-02-2025
1
კი ბარტონო გამეორებაზე გამოჩნდა რომ პენალტი არ იყო,მაგრამ ეგ იმის უფლებას აძლევს გუნდს რომ ადგეს და ასე წავიდეს? ყანაში ხომ არ თამაშობთ თქვე ჩემალალებო. სავარაუდოდ მკაცრად დაისჯებიან.
გეგი
22:54 10-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული