2027 წლის მსოფლიო თასის საგზური ევროპიდან საქართველომ, პორტუგალიამ, ესპანეთმა და რუმინეთმა მოიპოვეს. ისინი 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, მსოფლიო თასის მონაწილეთა რაოდენობა 20-დან 24-მდე გაიზარდა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ა ჯგუფში "ბორჯღალოსნებმა" პირველ ტურში შვეიცარიას 110:0, ხოლო ნიდერლანდებს 40:7 სძლიეს და ორივე თამაშში აიღეს ბონუს ქულა. თავის მხრივ ესპანეთმა ნიდერლანდებს 53:24, შვეიცარიას კი 43:13 მოუგო და საქართველოს მსგავსად ქულათა მაქსიმუმი - 10-10 მოაგროვა.

ბ ჯგუფში პორტუგალიამ ბელგია 40:30 და გერმანია 56:14 დაამარცხა, რუმინეთმა კი გერმანიას 48:10 და ბელგიას 31:14 აჯობა, რის შემდეგაც ისინი მეტოქეებისთვის მიუწვდომელი გახდნენ. პორტუგალიას 10 ქულა მოუგროვდა, ხოლო რუმინეთს 9 ქულა აქვს.

ამრიგად, საქართველო ზედიზედ მეშვიდედ ითამაშებს (2003 წლიდან) მსოფლიო თასზე, თუმცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-17-ედ მოგება მთავარ მიზნად რჩება, რათა ტიტულის შენარჩუნებასთან ერთად, ავსტრალიაში ევროპა1-ის სახელით გავიდეთ. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში რუმინეთი პორტუგალიას 15 თებერვალს დაუხვდება, ხოლო საქართველო ესპანეთს 16 თებერვალს მადრიდში ეთამაშება და ნახევარფინალური წყვილებიც მისი დასრულების შემდეგ გაირკვევა. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალები 1-2 მარტს, ხოლო ფინალები 15, ან 16 მარტს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ევროპიდან ავსტრალიის მსოფლიო თასზე მოხვედრის შანსი კიდევ ერთ გუნდს აქვს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-5 გუნდი რეპეშაჟში ჩაერთვება.

მსოფლიო თასის საგზური უკვე მოპოვებული აქვთ სამხრეთ აფრიკას, იაპონიას, ინგლისს, საფრანგეთს, ირლანდიას, იტალიას, შოტლანდიას, უელსს, საქართველოს, ესპანეთს, პორტუგალიას, რუმინეთს ავსტრალიას, ფიჯის, ახალ ზელანდიას და არგენტინას. გასარკვევია კიდევ 8 მონაწილე. თითო საგზურს მიიღებენ აფრიკის, აზიის და სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ტურნირის გამარჯვებულები, სამს წყნარი ოკეანის მოწინავეები, ერთ სამხრეთ ამერიკის მეორე და წყნარი ოკეანის მეოთხე გუნდის ფლეი ოფის გამარჯვებული, ერთს კი რეპეშაჟის გამარჯვებული.

მე-11 ადგილზე რეიტინგში

გასულ კვირაში ქართული რაგბისთვის კიდევ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა. მსოფლიო რაგბის ყოველკვირეულ, განახლებულ რეიტინგში, "ბორჯღალოსნები" ერთი ადგილით დაწინაურდნენ და თავის ისტორიულ მაქსიმუმს, მე-11 პოზიციას უწიეს. მართალია შვეიცარიასა და ნიდერლანდებთან გამარჯვებებმა რეიტინგში ვერაფერი შეგვძინა, მაგრამ უელსის ნაკრებმა 2024 წლიდან დღემდე ზედიზედ 13 საერთაშორისო თამაში დათმო, 0.26 სარეიტინგო ქულა დაკარგა და მსოფლიო რაგბის რეიტინგის დაარსებიდან (2003 წლიდან) ყველაზე დაბალ, მე-12 საფეხურზე დაეშვა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ მსოფლიო რაგბის რეიტინგში უელსს გადაასწრო! აქამდე ექვსი ერის ქვეყნებიდან იტალია ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც რეიტინგში ვუსწრებდით, ახლა კი მისი ადგილი „დრაკონებმა“ დაიკავეს და კრიზისის ფონზე, მომავალი უელსურ რაგბს კარგს არაფერს უქადის.

მოცემული მომენტისთვის საქართველოს 73,85 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა. მის წინ იტალიაა 78,67 ქულით, უკან კი უელსი (73,75). მას მოყვებიან იაპონია (72,95), სამოა (72,68) და აშშ (70,02).

უელსმა იტალია სხვა საკითხშიც ჩაანაცვლა. თუკი წლების განმავლობაში მუდმივად ისმოდა მოწოდება, რომ ექვს ერზე იტალია (რომელსაც წაგებების სარეკორდო სერია ჰქონდა) საქართველოს უნდა ჩაენაცვლებინა, ახლა „აძურას“ ადგილი "დრაკონებმა" დაიკავეს და ბრიტანელი რაგბის ექსპერტები ექვსი ერის გაფართოების, გადათამაშების, ან გავარდნა/აღზევების სისტემის დანერგვაზე აქტიურად ალაპარაკდნენ.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც იტალიამ წლევანდელი ექვსი ერის გასულ ტურში უელსს დამაჯერებლად, 22:15 სძლია. აღსანიშნავია, რომ იტალიელებს უელსი ბოლო 4 შეხვედრიდან 3-ჯერ ჰყავთ დამარცხებული და ეს უკვე სისტემურ ხასიათს იღებს. თავის მხრივ, საქართველოს მოგებული აქვს ორივესთან (2022 წელს) და 2024 წლის შემოდგომაზე გენუაში ნაჩვენებმა თამაშმაც დაადასტურა (17:20), რომ საქართველო იტალიას პრაქტიკულად არაფრით ჩამოუვარდება და ტიერ1-ის გუნდებთან ხშირი თამაშისა და გამოცდილების შეძენის ფონზე, "ბორჯღალოსნების" წინსვლა კიდევ უფრო თვალშისაცემი იქნება.

Rugby.ge

პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო