"არსენალში" ძალიან ბედნიერი ვარ, აქ ტიტულების მოგება მსურს" - ვილიამ სალიბა

AutoSharing Option
"არსენალის" ცენტრალურმა მცველმა, უილიამ სალიბამ პსვ-სთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.

ბოლო პერიოდში გავრცელდა ჭორები, რომ ფრანგის დამატება მადრიდის "რეალს" სურდა, სალიბამ განაცხადა, რომ "არსენალში" ბედნიერია და "მეთოფეებთან" ერთად ტიტულების მოგება უნდა.

"აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ, კარიერის გაგრძელება "არსენალში" მსურს. ახალი კონტრაქტი? სიჩქარე საჭირო არ არის, თუმცა აქ ძალიან ბედნიერი ვარ.

ტიტულების მოგება მსურს, რადგან როდესაც ასეთ კლუბში თამაშობ და უტიტულოდ მიდიხარ, შენს სახელს მალე ივიწყებენ. ვფიქრობ, დიდი ტიტულის მოგებასთან ძალიან ახლოს ვართ.

პრემიერლიგაში "ლივერპულთან" ჩამორჩენა? უნდა ვაღიაროთ, რომ
ცხრილის სათავეში ყოფნა არ დაგვიმსახურებია, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩემპიონთა ლიგაზე ვიბრძვით, ამიტომ შანსი გვაქვს, რომ სეზონი წარმატებული გამოვიდეს", - განაცხადა სალიბამ.

შეგახსენებთ, "არსენალისა" და პსვ-ს პირველი მატჩი "მეთოფეების" გამარჯვებით 7:1 დასრულდა. გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა დღეს, "ემირეითსზე", თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
ასევე დაგაინტერესებთ