![](https://sportall.ge/pictures/image5/7119b7c273015b754ade936ec00e562c.jpg)
"არსენალის" თავდამსხმელმა კაი ჰავერტცმა დუბაიში შეკრებაზე ბარძაყის ტრავმა მიიღო და ამ სეზონში ვერ ითამაშებს, - იტყობინება The Athletic-ი.
ჯერ უცნობია, დასჭირდება თუ არა ჰავერტცს ოპერაციის გაკეთება. ის კონცენტრირებულია იმაზე, რომ მომავალ სეზონს ფორმაში შეხვდეს.
მიმდინარე სეზონში 25 წლის გერმანელმა კლუბში ყველა ტურნირზე 34 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.