"არსენალის" ახალი სპორტული დირექტორის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
The Athletic-ის ინფორმაციით, კლუბიდან წასული ედუ გასპარის შემდეგ, "არსენალის" ახალი სპორტული დირექტორი ანდრეა ბერტა გახდება. საფეხბურთო ფუნქციონერი 12 წელი "ატლეტიკოში" მუშაობდა და პოსტი ამა წლის იანვარში დატოვა.

ლონდონელებს აღნიშნულ პოსტზე რამდენიმე კანდიდატი, მათ შორის, ბერტას ასისტენტი ჯეისონ აიტო ჰყავდათ, მაგრამ არჩევანი საბოლოოდ, ანდრეას სასარგებლოდ გააკეთეს.

თავის მხრივ, ახალი დამსაქმებლების მსურველთა რიცხვს არც ბერტა უჩიოდა, მაგრამ მასაც საქმიანობის გაგრძელება "არსენალში" სურდა და არჩევანი "მეთოფეთა" სასარგებლოდ გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული