ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: დიდი სასწაული "კამპ ნოუზე" [VIDEO]

AutoSharing Option
* "ბარსელონა" პირველი კლუბია ამ ტურნირის ისტორიაში, რომელიც შემდეგ ეტაპზე გავიდა პირველ მატჩში 0:4 წაგების შემდეგ.
* მეეექვსე, გადამწყვეტი გოლი მას მერე გავიდა, რაც პსჟ "ბარსელონას" გოლკიპერზე (!) დაჯარიმდა.
* სერხი რობერტომ ლიგაზე სულ სამი გოლი გაიტანა და სამივე "კამპ ნოუზე".

თუ რომელიმე გუნდს შეუძლია თანამედროვე ფეხბურთში სასწაულის მოხდენა, პირველ რიგში, ეს "ბარსელონაა" და ალბათ, ამადაც იყო, რომ მიუხედავად პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგისა, საფეხბურთო მსოფლიო განმეორებით მატჩს მაინც დიდი ინტერესით ელოდა.

როდესაც "ბარსელონა" "კამპზე ნოუზე" თამაშობს, იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს,
აბსოლუტურად ყველაფერი, რაც განვლილ შეხვედრაშიც დადასტურდა.

მომენტების და გოლების აღწერა შორს წაგვიყვანს - "ბარსამ" სასწაული მოახდინა, 6:1 სძლია მეტოქეს და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ეს იყო სპექტაკლი, ეს იყო შოუ, ეს იყო ზღაპარი - ეს იყო ის, რისთვისაც ასე ძალიან გვიყვარს ფეხბურთი.

* * *
მეორე შეხვედრაშიც მასპინძელმა გაიმარჯვა და ასევე დიდი ანგარიშით. დორტმუნდის "ბორუსიამ" ლისაბონში მინიმალური სხვაობით წააგო, თუმცა სახლში ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს და დამსახურებულად გავიდა მომდევნო ეტაპზე. მატჩის გმირი პიერ ემერიკ ობამეიანგია, რომელმაც სამჯერ დაამწუხრა პორტუგალიელები.

ბარსელონა-პსჟ 6:1 (0:4)
გოლები: 1:0 სუარესი (3), 2:0 კურზავა (40 ს. კ.), 3:0 მესი (50-პენ.), 3:1 კავანი (62), 4:1 ნეიმარი (88), 5:1 ნეიმარი (90-პენ.), 6:1 სერხი რობერტო (90)
ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი - მასკერანო, პიკე, უმტიტი - რაფინია (76. სერხი რობერტო), რაკიტიჩი (84. ანდრე გომეში), ბუსკეტსი, ინიესტა (65. არდა თურანი), ნეიმარი - მესი, სუარესი
პსჟ (4-5-1): ტრაპი - მონიე (90. კრიხოვიაკი), მარკინიოსი, ტ. სილვა, კურზავა - ლუკას მოურა (55. დი მარია), ვერატი, რაბიო, მატუიდი, დრაქსლერი (75. ორიე) - კავანი
მაყურებელი: 90 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დორტმუნდი-ბენფიკა 4:0 (0:1)
გოლები: 1:0 ობამეიანგი (4), 2:0 პულიშუჩი (59), 3:0 ობამეიანგი (61), 4:0 ობამეიანგი (85)
დორტმუნდი (3-4-2-1): ბიურკი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი (88. გინტერი), ბარტრა - დურმი, ვაიგლი, კასტრო, შმელცერი - პულიშიჩი, დემბელე (81. კაგავა) - ობამეიანგი (86. შიურლე)
ბენფიკა (4-2-3-1): მორაეში - სემედო, ლუიზაო, ლინდელიოფი, ელიზეუ - სამარისი (74. ჟივკოვიჩი), ალმეიდა - სალვიო (64. ჟონასი), პიცი, სერვი (82. ხიმენესი) - მიტროღლუ
მაყურებელი: 80 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 67 /
ერთი ულამაზესი თამაში იყო სადაც იყო ყველაფერი, ავტოგოლიც,100%გამოუყენებელი მომენტებიც,პენალტებიც,ნაღდიც და შეიძლება ცოტა საეჭვოც და ა.შ. თითქმის ყველაფერი რაც უნდა იყოს ფეხბურთში და რისთვისაც გვიყვარს ფეხბურთი.არ მესმის რა ნახეთ ისეთი რომ აღარ აპირებთ ფეხბურთის ყურებას(ეგ თქვენი პრობლემაა)მე პირადად უყურე ფეხბურთს და ჩემთვის გავიფიქრე,რა ბედნიერებაა როცა ესეთ სიხარულს გაჩუქებს შენი საყვარელი გუნდი.
კახა ქირია
09 მარტი 2017 12:57
0
ერთი ულამაზესი თამაში იყო სადაც იყო ყველაფერი, ავტოგოლიც,100%გამოუყენებელი მომენტებიც,პენალტებიც,ნაღდიც და შეიძლება ცოტა საეჭვოც და ა.შ. თითქმის ყველაფერი რაც უნდა იყოს ფეხბურთში და რისთვისაც გვიყვარს ფეხბურთი.არ მესმის რა ნახეთ ისეთი რომ აღარ აპირებთ ფეხბურთის ყურებას(ეგ თქვენი პრობლემაა)მე პირადად უყურე ფეხბურთს და ჩემთვის გავიფიქრე,რა ბედნიერებაა როცა ესეთ სიხარულს გაჩუქებს შენი საყვარელი გუნდი.
კახა ქირია
09 მარტი 2017 12:55
0
აი სასწაული.აი თმაში. აი სანახაობა,რის გამოც უყვართ ფეხბურთი.ჩვენი ტრუსიკიანი მასხარები,თავს ფეხბურთელებს რომ ეძახიან და სირბილი ეზარებათ,ასე და ამ დონეზე ალბათ ვერასოდეს ითამაშებენ.ყოველ შემთხვევაში მე ვეღარ მოვესწრები. ისღა დამრჩა,რომ 13 მაისის ღამეს რომ მოვესწარი,იმითი ვინუგეშო თავი.როგორ გინდა ამის შემდეგ უყურო ჩვენი ფეხბურთელების ცოდვილობას?
mamulo
09 მარტი 2017 12:02
0
ამ ორ თამაშს გუშინ "მანჩესტერ სიტი" აზღვევდა მაინცდამაინც თუ ტოტალიზატორს გინდათ რომ დააბრალოთ. დროითაც და მოქმედებითაც ყველაფერი კოხტად იყო დალაგებული. ყოვლად უვარგისმა "ლივერპულმა" თუ დაუმარცხებელ "მილანს" ნახევარ ტაიმში ამოუქაჩა 3 ბურთი და მოუთავა საქმე, ისიც ფინალში, რატომ არის საოცრება ისტორიაში ყველაზე მაგარმა გუნდმა ვიღაც პსჟ-ს თუნდაც 4 ბურთი ამოუქაჩოს 95 წუთში მერვედფინალში.
.........
09 მარტი 2017 21:08
0
2 პენალი არ დაუდეს პსჟ-ს ვაღიაროთ მაგრამ გუნდი რომ ამდენს მონდომებს და გააკეთებს იმსახურებს მოგებას.
goga
09 მარტი 2017 20:39
0
საქართველოში, სამწუხაროდ დომინირებს აშკარად ავადმყოფური აზროვნება, რა ჩაწყობა, რა ტოტალიზატორი... "ბარსამ" აჩვენა არნახული თამაში და უბრალოდ შეჭამა პსჟ..50 წელი ფეხბურთს ვუყურებ და მე ეგეთი თამაში არ მინახავს..ეს იყო სასწაული.
თემური
09 მარტი 2017 19:29
0
1985/86 წლის უეფას თასის გათამაშებაში, მადრიდის რელამა,მიონხენგლადბახის ბორუსიას 1:5 წაგების შემდეგ, მადრიდში 4:0 მოუგო!
ასე იყო და იქნება
09 მარტი 2017 19:23
0
აბსოლიტურად მართალია ვინც ამბობს, რომ კონცერტებს აწყობენ! ამ კონცერტებში კი ყველაზე აქტიურად მსაჯები მონაწილეობენ!
შოდა
09 მარტი 2017 18:54
0
ჯერ კიდევ პირველი თამაშის შემდეგ ვთქვი,რომ ეს იყო სპექტაკლი და მეორე თამაშმა ეს დაამტკიცა.ბარსელონას ფეხბურთელები მსახიობებად იქცნენ...
status quo
09 მარტი 2017 18:05
0
შენ თუ ფეხბურთს უყურე დაინახავდი ტაბლოზე, თამაში 96 და კიდევ ნახევარი წუთი გაგრძელდა, და თუ შენ გუშინ სიამოვნება ვერ განიცადე ფეხბურთი ტოტალიზატორი გგონებია.
gulshematkivari-s
09 მარტი 2017 18:01
0

სიახლეები პოპულარული