"ბარსელონასთან" მატჩის 7 მომენტი, რომლის გამოც პსჟ უეფაში ჩივის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
როგორც ჩანს, ფრანგული პსჟ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში კატალონიის "ბარსელონასთან განცდილ მარცხს (1:6) ვერ ეგუება.

შეგხსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში პსჟ-მ "ბარსელონა" საკუთარ მოედანზე 4:0 დაამარცხა, თუმცა ესპანეთში 1:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

- ჩემპიონთა ლიგა. ბარსელონა-პსჟ. გამოხმაურება: საშინელებათა ფილმი "ჰეფი ენდით"

კლუბის დირექტორმა ნასერ ალ-ხელაფიმ მსაჯებთან კონსულტაცია გაიარა, რის შემდეგაც ფრანგებმა უეფაში დენის აიტეკინის მსაჯობა გააპროტესტეს, რომელიც იმ შეხვედრას სჯიდა.

დოკუმენტში ის მომენტებია ნახსენები, რომლებაც, პარიზელთა აზრით, დიდი გავლენა მოახდინა მატჩის საბოლოო ანგარიშზე. ესპანური "მარკას" ინფორმაციით, უეფაში პარიზელთა
დოკუმენტი უკვე მიიღეს.

პარიზელები შემდეგი მომენტებით არიან უკმაყოფილონი:
1. პირველ ტაიმში, როცა დრაქსლერი ურტყამდა კარისკენ, ხავიერ მასკერანოს ბურთი ხელზე მოხვდა;
2. მატჩის 41-ე წუთზე კავანისთან შეტაკების გამო ჟერარდ პიკე მეორე ყვითელ ბარათს იმსახურებდა;
3. პენალტი ნეიმარზე არ ყოფილა;
4. როცა ანგარიში 3:1 იყო, ნეიმარმა მარკინიოსს ფეხებში ჩაარტყა, რის გამოც წითელ ბარათს იმსახურებდა;
5. 78-ე წუთზე, როცა ანგარიში 3:1 იყო, ჟერარდ პიკემ საჯარიმოში ხელით ითამაშა და პენალტი უნდა დანიშნულიყო, მაგრამ მსაჯმა ეს მომენტი გაატარა;
Sportall.Ge

6. პენალტი უნდა დანიშნულიყო მატჩის ბოლოსკენაც, ხავიერ მასკერანო კი, რომელმაც საჯარიმოში ანხელ დი მარიას წინააღმდეგ დაარღვია წესები, გასაგდები იყო. მსაჯმა არც ამ მომენტს მიაქცია ყურადღება მიუხედავად იმისა, რომ მატჩის შემდეგ წესების დარღვევა თავად მასკერანომ აღიარა;
7. პენალტი სუარესზე, როცა 4:1 იყო - კიდევ ერთი სიმულაცია. მანამდე ურუგვაელმა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. ამ მომენტში ის მეორე ყვითელს იმსახურებდა და მოედნიდან გასაგდები იყო.
მკითხველის კომენტარები / 22 /
გასაგებია, მარა არა მგონია რამე შეიცვალოს.
jm
15 მარტი 2017 15:59
0
დრაქსლერის მომენტამდე პსგ ს კარში უნდა დანიშნულიყო პენალი და მერე ეგ მომენტი ან იქნებოდა და ან არა
tornike
15 მარტი 2017 15:12
0
მსაჯს ბარსას კარში უნდა დაედო 2 პენალი და პირიქით გააკეთა ...ერთი დი მარია რომ წააქციეს და მეორე ხელზე რომ მოხვდა ერთ-ერთ ბარსას მოთამაშეს
guga
15 მარტი 2017 11:46
0
4 პენალტი აცუქეს ბარსელონას 2 პსჟ-ს კარში და 2 ბარსას კარში არ დანიშნული, აი ეს არის სიმართლე და კიდევ სხვა სიტუაციები. უბრალობ ფანატიზმმა არ უნდა დაგიკარგოთ ობიექტურობის განცდა. მსაჯების ასეთი მიდგომით, რომ რაც ეპატიება ბარსას ის არ ეპატიება სხვა გუნდებს ძალიან ცუდად მოქმედებს ფეხბურთის განვითარებაზე სხვა ქვეყნებში.
ობიექტური
15 მარტი 2017 10:45
0
პსჟ ამ თამაშით შეიძლება მართლა არ იყო გასვლის ღირსი, მაგრამ არც ბარსა იყო პარიზული თამაშით გასვლის ღირსი. 100%-ით მსაჯის უპატიებელმა შეცდომებმა გაიყვანა ბარსელონა.
zura
15 მარტი 2017 10:23
0
რაზე ვკაიფობ იცით? მთელი მსოფლიო რომ ებრძვის ბარსას და ვერ ასუსტებენ, მაინც რომ ხდის ყველას და ასე რომ გაგიჯებთ და აგაყაყანებთხოლმე რეალის ფანებს.. რეალის ფანი უფრო ბევრი გაჰყვირის ახლა ვიდრე სხვა დანარჩენი გუნდების ფანები, ამაზე იკაიფეთ და ისიამოვნეთ ფეხბურთის მოყვარულებო. პ.ს როგორ ველი მილანის დაბრუნებას
realisti
15 მარტი 2017 09:45
0
Barsaa da msajebi yoveltvis mis mxares ixrebian es yoveltvis mase iyo da ras vizavt, mcare simartlea
dato
15 მარტი 2017 08:20
0
ლიგის თასს რომ აიღებს ბარსა მერე შენ გექნება დასამალად საქმე! ამ რეალის ფანებს ოდნავი ობიექტურობა მაინც გქონდეთ. კითხვა მაქვს ერთი პსჟ -მ რამე გააკეთა ამ თამაშში? ვერ ხედავთ რომ რეალივით თამაშობდა?
გოჩას
15 მარტი 2017 02:45
0
ხო აბა ბებიათქვენისამ ! ამათ (მომჩივნებს) რომ უსმინო თურმე 6-6 უნდა დამთავრებულიყო მატჩი
დავით 67
15 მარტი 2017 02:39
0
ზოგი გენიოსი წერდა პსჟ-მ აღიარა საკუთარი მარცხი და პრეტენზიები არ აქვთო...სიმართლე რომ ვთქვათ ფრანგებს ნამუსი რომ ჰქონდეთ,თავი აღარსად არ უნდა გამოყონ,თავიანთი უსუსური თამაშის გამო.აი ნამდვილი ფეხბურთის გულშემატკივრებს კი აუცილებლად უნდა გვქონდე პრეტენზია ამ ვითომ მსაჯების წინააღმდეგ...
111
14 მარტი 2017 23:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული