რობინ ვან პერსი: როგორ უნდა გამეგო სასტვენი, როდესაც 95 ათასი მაყურებელი ტრიბუნაზე ხტოდა

AutoSharing Option
"არსენალის" თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ "ბარსელონასთან"(1:3, პირველი მატჩი 2:1) ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში თავის გაძევებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, ეს დაცინვაა. როგორ უნდა გამეგო სასტვენი, როდესაც 95 ათასი მაყურებელი ტრიბუნაზე დახტოდა? გთხოვთ, ამიხსენით ეს. არბიტრის გადაწყვეტილების გაგება არ შემიძლია: მისი სასტვენიდან ჩემს დარტყმამდე მხოლოდ წამი გავიდა.
ბუზაკა მთელი მატჩი ცუდად მსაჯობდა. ის ჩვენს წინააღმდეგ იყო. არ ვიცი რატომ მსაჯობდა ის ამ საღამოს. ეს რაღაც ხუმრობაა.

თავს განწირულად ვგრძნობთ. ძალიან ვცდილობდით. როდესაც ანგარიში 1:1 იყო, თამაშის საშუალება იყო. ჩემი აზრით,
არბიტრმა თამაში მოკლა", - განაცხადა ვან პერსიმ.


მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ჭანტურიშვილებს. ვახო ვიცოდი და გიოც გვყოლია :)
0

სიახლეები პოპულარული