დე როსის დისკვალიფიკაცია ემუქრება

AutoSharing Option
"რომას" ნახევარმცველი დანიელე დე როსი შესაძლოა რამდენიმემატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ. გუშინ, რომაული კლუბის საყრდენმა ნახევარმცველმა "შახტართან" (0:3) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალური მატჩის დროს, მეტოქის კაპიტანს, დარიო სრნას სახეში მუშტი დაარტყა.

შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ჰოვარდ ვებმა და მისმა ასისტენტმა ეს ეპიზოდი ვერ შენიშნეს. თუმცა, როგორც იტალიური მედია მიიჩნევს, უეფა აღნიშნულ ინციდენტს აუცილებლად გამოიძიებს და დე როსის ალბათ დისკვალიფიკაციას მისცემს.

არასპორტული საქციელისთვის მინიმალური დისკვალიფიკაციის ვადა სამმატჩიანია.


მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული