იბრაჰიმოვიჩი: ფეხბურთში ყოველთვის უკეთესი გუნდი ვერ იგებს

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ტოტენჰემთან"(0:0) ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის შედეგის უსამართლობა აღნიშნა. ფორვარდის თქმით, მთელი გუნდი კარგად თამაშობდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა.

"ორი მატჩის განმავლობაში "ტოტენჰემმა" ჩვენს კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა და ის დარტყმაც გოლით დასრულდა. ფეხბურთში ყოველთვის უკეთესი გუნდი ვერ იგებს. კარგად ვმოქმედებდით, მაგრამ გატანა ვერ შევძელით. გოლი ერთადერთია რაც ლონდონში დაგვაკლდა. ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ, ისევე როგორც გუნდის თამაშით. გატანა რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ ბურთი კარში ჯიუტად არ მიდიოდა. ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობის დასრულება სამწუხაროა, მაგრამ ახლა წარმატებას
იტალიის თასზე და სერია А-ში უნდა მივაღწიოთ", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.


მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული