ჰარი რედნაპი: მატჩის მეორე ნახევარში მუდმივად საათს დავყურებდი

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალურ მატჩზე ისაუბრა.
"ეს ჩვენთვის უდიდესი საღამოა. ძალიან გახარებული ვარ. დიდი და რთული სამუშაო გავწიეთ.

ჩვენმა გუნდმა გაძლო და ტურნირის შემდეგ რაუნდში გავიდა. შეხვედრის მეორე ნახევარში მუდმივად საათს დავყურებდი, რათა მცოდნოდა რამდენი დრო იყო დარჩენილი", - თქვა რედნაპმა.

"ტოტენჰემის" თავკაცმა დასძინა, რომ მეოთხედფინალში "ბარსელონასთან" შეხვედრას არ ისურვებდა.


მომზადებულია  BBC-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული