ევროტურნირები

ჩემპიონთა ლიგა

მანუელ ნოიერმა კრიშტიანო რონალდოს მე-3 გოლის დროს ფეხი მოიტეხა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერმა მადრიდის "რეალთან" (4:2) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში, წინასწარი დიაგნოზით, მარცხენა ფეხი მოიტეხა.

ეპიზოდი შეხვედრის 109-ე წუთზე მოხდა, როცა მეკარეს ფეხი დაუცდა, ხოლო "სამეფო კლუბის" ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ მესამე გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა.

მიუნხენში დაბრუნებისას ნოიერი დეტალურ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ცნობილი გახდება გერმანელის საბოლოო დიაგნოზი და გამოჯანმრთელების ვადა.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: რონალდოს ჰეთ თრიკი და 100 გოლი ლიგაზე [VIDEO]

მომზადებულია fcbayern.com-ის მიხედვით