სად ჩაატარებენ ქართული კლუბები ევროთასების საშინაო მატჩებს

AutoSharing Option
დღეს, 19 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართა და ქართულმა კლუბებმა თავიანთი მეტოქეების შესახებ შეიტყვეს.

- "სამტრედიის" პირველი მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე ცნობილია
- ქუთაისის "ტორპედოს" პირველი მეტოქე ევროპალიგაზე ცნობილია
- საჩხერის "ჩიხურას" პირველი მეტოქე ევროპალიგაზე ცნობილია
- ბათუმის "დინამოს" პირველი მეტოქე ევროპალიგაზე ცნობილია

მოგეხსენებათ, ოთხიდან სამ კლუბს არ გააჩნია სტადიონი, რომელიც უეფას მოთხოვნებს აკმაყოფილებს. შესაბამისად, "სამტრედიას", "ჩიხურას" და ბათუმის "დინამოს" სხვა სტადიონებზე მოუწევთ თამაში.

როგორც შევიტყვეთ, ორი კლუბი ქუთაისში ითამაშებს, ორიც - თბილისში. თავის
სტადიონზე ითამაშებს ქუთაისის "ტორპედო". რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ითამაშებს ბათუმის "დინამოც".

რაც შეეხება "სამტრედიასა" და "ჩიხურას", ისინი მატჩებს თბილისში, "დინამო არენაზე" ჩაატარებენ.
მკითხველის კომენტარები / 16 /
სამტრედიას უკეტესი იკნებოდა ზესტაფონსჰი ეტამასა პატარა სტადიონია და სამტრედიელი ფანები გაავსებდნენ სტადიონს დინამოზე
კი ტიტკმის ცარიელი ტრიბუნების წინ მოუწევტ ტამასში
d;g
19 ივნისი 2017 17:04
0
არ ჯობდა სამტრედიას ან ჩიხურას ზესტაფონში ეთამაშათ,უფრო ახლო არის და მეტი გულშემატკივარი მივიდოდა
კახა ქირია
19 ივნისი 2017 16:57
0
ზესტაფონის სტადიონს რატო არ იყენებენ იმერული კლუბები?...
Irakli apkhaidze
19 ივნისი 2017 16:41
0
სამტრედიამ თუ არ წააგო პირველი მატჩი აზერბაიჯანში, დინამოს სტადიონზე მრავლად მივა ხალხი.

იგივე იქნება ტორპედოს მატჩზეც ქუთაისში.

ომანაძე და შალამბერიძე,უზრუნველჰყავით 7500 სამტრედიელი ფანის უფასოდ ჩაყვანა თბილისში და უკან გამომგზავრება.
Jango
19 ივნისი 2017 16:34
0
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, გუნდებმა რომ მოიგონ კი გვინდა, მაგრამ საადიონები კი 4 გუნდიდან 3 არ აქვს... გუნდებს კი არა ამ ქვეყანას პატრონო ყაავს???
12
19 ივნისი 2017 16:21
0
თასებს ვიტხოვთ და სტადიონები არ გვაქ გუნდებს სირცხვილია ეს.რცხვენოდეს ბიდზინას ჩიხურას სტადიონი რო არააქ
butxa
19 ივნისი 2017 16:18
0

სიახლეები პოპულარული