კავკასიური დერბი - რა გუნდია "სამტრედიის" მეტოქე "ყარაბაღი"

AutoSharing Option
19 ივნისს, შვეიცარიულ ნიონში, ევროპული ფეხბურთის სახლში გაიმართა ჩემპიონთა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა. თავიანთ მეტოქეებს ელოდნენ ქართული კლუბებიც: ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედია", ხოლო ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე - ქუთაისის "ტორპედო", ბათუმის "დინამო" და საჩხერის "ჩიხურა"...

- ჩემპიონთა ლიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა
- ევროპალიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედიის" მეტოქე აზერბაიჯანის ჩემპიონი "ყარაბაღი" იქნება.

თავიდანვე შეიძლება ითქვას, რომ გია ცეცაძის გუნდს კავკასიურ დერბიში ურთულესი გამოცდის ჩაბარება
მოუწევს. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 11/12 და 18/19 ივლისს გაიმართება. პირველ შეხვედრას "სამტრედია" სტუმრად ჩაატარებს, საპასუხოს კი, დიდი ალბათობით, "დინამო არენაზე".

ყარაბაღი
აღდამი, აზერბაიჯანი
დაარსდა 1951 წელს
სტადიონი: "აზერსუნ არენა" (5 800)
მწვრთნელი: ყურბან ყურბანოვი

ბოლო წლებში "ყარაბაღი" აზერბაიჯანის უდავოდ საუკეთესო გუნდია. ეს დიდწილად ყურბან ყურბანოვის დამსახურებაა, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წლიდან ხელმძღვანელობს გუნდს.

Sportall.Ge

"ყარაბაღი" 5-ჯერ გახდა აზერბაიჯანის ჩემპიონი, 6-ჯერ მოიგო ქვეყნის თასი და ერთხელაც - სუპერთასი. ის არამარტო ტიტულებით, ფინანსურადაც ყველაზე მდიდარია ჩვენს მეზობელ ქვეყანაში და ესეცაა იმის მიზეზი, რომ მისთვის უცხო არც ევროწარმატებებია - ყურბანოვის გუნდს ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზეც უთამაშია.

გეხსომებათ, "სამტრედია" შარშანაც აზერბაიჯანელებს გადაეყარა, როცა ევროპალიგაზე ორრაუნდიანი ბრძოლა წააგო "გაბალასთან".

კლუბის ყველა დროის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად ჩვენებური გიორგი ადამია ითვლება. "ყარაბაღში" ქართველებიდან ჯაბა დვალსა და ნიკა გელაშვილსაც უთამაშიათ. ცხადია, ევროთასებამდე აზერები აუცილებლად გაძლიერდებიან, თუმცა მათ დღესაც კარგი შემადგენლობა ჰყავთ.

აზერბაიჯანის ნაკრების წევრების გარდა, გუნდში არიან ლეგიონერებიც. კარს ბოსნიის ნაკრების 28 წლის კიპერი იბრაჰიმ შეჰიჩი იცავს. ესპანელი, მიგელ მარკოს მადერა (31 წლის ), იგივე მიჩელი, წლების განმავლობაში ხიხონის "სპორტინგის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო, მერე "ბირმინგემ სიტიში", აეკ-ში, "ხეტაფესა" და ჰაიფას "მაკაბიში" ითამაშა.

სამხრეთ აფრიკის ნაკრებში იწვევენ 27 წლის თავდამსხმელ დინო ნდლოვუს. სამშობლოს გარდა, მან ითამაშა ისრაელში, ბოლოს კვიპროსულ "ანორთოსისში" იყო და სწორედ აქედან მიაშურა "ყარაბაღს".

Sportall.Ge

ესპანური ლეგიონის კიდევ ერთი წარმომადგენელია 30 წლის გარემარბი დანი კინტანა. ის "ვალენსიას" აღზრდილია. ითამაშა სხვადასხვა ნაკლებად ცნობილ ესპანურ კლუბში, იყო პოლონურ "იაგელონიაში", იქედან არაბეთში წავიდა და ბოლოს ღუზა "ყარაბაღში" ჩაუშვა.

გუნდის ერთ-ერთი სიმბოლოა ალბანეთის ნაკრების მცველი, 32 წლის ანსი აგოლი, რომელიც გუნდში 2012 წლიდან თამაშობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ფული უნდაა ფულიი და მოვლეეენ...
medasxva
21 ივნისი 2017 19:48
0
გასვლითი მატჩი ტორპედოს რომ აქვს ნეტა ანახებენ ჩიხურას თამაშს უეჭველი ანახებენ იმიტომ რომ დინამოზე არის და ბათუმის დინამო გასვლითი მატჩი აქვს თუ სახლში მითხარით თუ იცით?

gura
21 ივნისი 2017 13:38
0
არ მოდიან ძმაო კარგი ლეგიონერები და შ***ი თუ გინდა
ს.მ.ტ.
21 ივნისი 2017 11:48
0
ყველა გუნდზე მტკივა გული მეგობარო,უბრალოდ აზერების შემადგენლობა რომაა დადებული მაგ შემადგენლობიდან გამომდინარე დავწერე ეს.და შენ რა არგინდა დაიმატონ ძლიერი ლეგიონერებიი?
ამიტომ კრიტიკა საჭიროა იქნებ ყურები შეიბერტყონ ,თუარადა შედეგი იქნება ცუდი...ნეტა ვცდებოდეე
medasxva
21 ივნისი 2017 09:49
0
სხვა ქართული გუნდების მეტოქეებზეც დაწერეთ მსგავსი სტატიები, ტრენჩინზე, ალტახზე და იაგელონიაზე
msurv
20 ივნისი 2017 14:26
0
რატომ უნდა მოუგოს სამტრედიამ ამ გუნდს თუკი მის შემადგენლობას გავითვალისწინებთ? აქ .... განძრევა არავის უნდა რომ გუნდში ძლიერი ლეგიონერები მოიყვანოს,ლოგიკურად მასეა....
medasxva
20 ივნისი 2017 14:21
0

სიახლეები პოპულარული