ალექს ფერგიუსონი: ტრავმებმა ბალანსი დაარღვია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "მარსელთან"(1:2) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მატჩში შფოთვის საბაბი "წითელი ეშმაკების" ლიდერთა ტრავმები იყო.

"ნერვიულობა მოგვიხდა, რადგან ტრავმების გამო მოთამაშეები ერთი მეორის მიყოლებით გვაკლდებოდა. ამან გუნდში ბალანსი დაარღვია. როდესაც დარონ გიბსონის გამოყვანა გვინდოდა, მოედანი ჯონ ოშიმ დატოვა.

დღეს ჩვენი მთავარი მიზანი მაღალი ჩაწოდებების გამოყენება იყო. მეტოქე სტანდარტული მდგომარეობების დროს ძალიან სახიფათო იყო", - აღნიშნა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.


მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული