"კოპენჰაგენის" მწვრთნელს "ჩელსი" "სელტიკში" აერია

AutoSharing Option
დანიური საფეხბურთო კლუბის "კოპენჰაგენის" თავკაცმა სტალე სოლბაკენმა "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ლონდონურ გუნდს ორჯერ "სელტიკი" უწოდა (ასე ეწოდება შოტლანდიურ კლუბს, რომელიც ჩემპიონთა თასის 1966/67 წლის სეზონის გამარჯვებულია).

მატჩი, რომელიც 16 მარტს ლონდონში გაიმართა, ფრედ 0:0 დასრულდა. რადგან პირველ მატჩში "ჩელსიმ" "კოპენჰაგენი" 2:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში ინგლისური კლუბი გავიდა.

სოლბაკენმა თქვა, რომ თავისი გუნდით ამაყობს.

"სელტიკი", ოჰ, მაპატიეთ, "ჩელსი" ჩვენზე ძლიერია. მიმაჩნია, რომ "სელტიკს"-ოჰ, "ჩელსის", რა მჭირს დღეს - "ბარსელონას" დამარცხებაც შეუძლია", - თქვა სოლბაკენმა.


მომზადებულია sports.ru-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული