პატრის ევრა: ლამაზი ფეხბურთის ჩვენება ჩვენი პრიორიტეტი არ ყოფილა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა პატრის ევრამ, მისი მონაწილეობით "ჩელსისთან" მატჩის იმ ეპიზოდზე, რომელმაც დიდი დავა გამოიწვია, თავისი ვერსია გამოთქვა. მეორე ტაიმში ფრანგი საკუთარ საჯარიმოში ლონდონელთა ნახევარმცველ რამირესთან ბრძოლაში ჩაერთო, რის შედეგადაც ბრაზილიელი დაეცა.

თუმცა მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. ევრამ ხაზი გაუსვა, რომ გუნდისთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო და არა ლამაზი თამაშის ჩვენება.

"იყო თუ არა პენალტი რამირესზე? - ყველა ერთსა და იმავეს მეკითხება! მაგრამ მე ჩემის მხრივ შეგეკითხებით: რამდენჯერ მიიღეს მსაჯებმა ჩვენს საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილება "ჩელსისთან" შეხვედრებში? არ დავმალავ: ბურთზე თამაში
ვცადე, შევეხე კიდეც, მაგრამ მოწინააღმდეგესთანაც იყო კონტაქტი.

"სტემფორდ ბრიჯზე" არასდროს მომიგია და საერთოდ, კლუბი ამ წარმატებას 2002 წლის შემდეგ ელოდა. ამიტომ დღეს ჩვენი უპირველესი ამოცანა იმდენად კარგი ფეხბურთის ჩვენება არ ყოფილა, რადგან აქ ხშირად შესანიშნავად გვითამაშია და მაინც წაგვიგია. ასე, რომ ამ მატჩისადმი მიდგომის შეცვლა გვჭირდებოდა და ბედნიერები ვართ იმის მიუხედავად, თუ ლამაზი თამაშის ჩვენება ვერ შევძელით", - განაცხადა ფრანგმა მცველმა.


მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული