"შახტარის" თავდამსხმელმა ლუის ადრიანუმ "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4 ფინალური მატჩის წინ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინულ გრანდს ტურნირის შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვს. პირველი თამაში "კამპ ნოუზე" ხოსეპ გვარდიოლას გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა.
"საპასუხო შეხვედრაში არამხოლოდ "ბარსელონას" დამარცხება გვსურს, ისეთი გამარჯვება გვჭირდება, რომელიც ნახევარფინალში გასვლის საშუალებას მოგვცემს. სხვა მხრივ მოედანზე გამოსვლას აზრიც არ ექნება."ბარსამ" პირველი შეხვედრა 5:1 მოიგო და ჩევნ რატომ ვერ უნდა მოვიგოთ 4:0?
1/8 ფინალში "რომა" 3:0
დავამარცხეთ, ასე, რომ წინ კიდევ 90 წუთი გველის და წარმატების კარგი შანსი გვაქვს", - განაცხადა ადრიანუმ.
მომზადებულია Sport-ის მიხედვით.
ჩემო ლუის იმიტომ,რომ შახტარის ზოგიერთი ფეხბურთელი ზღაპრებს კიდევ კითხულობს და ფეხბურთის აზრზე არ არის.